შევისწავლოთ თურქული ენა-11/12

გაცნობთ ოჯახს 3

შევისწავლოთ თურქული ენა-11/12
გაიგზავნა 20.03.2012 12:06:44 UTC
განახლდა 20.03.2012 12:06:44 UTC

გაცნობთ ოჯახს 3

კვლავ გამარჯობათ. წინა პროგრამაში თვალი გადავავლეთ ოჯახის გაცნობისას თანამოსაუბრესთან გამართულ დიალოგს. აიშემ ფოტოსურათებით გააცნო ანჟელიკას თავისი ოჯახის წევრები. ახლა კი აიშე ანჟელიკას სათანადო ინფორმაციებს აძლევს ოჯახის წევრების წლოვანების შესახებ, რომელიც ფოტოსურათებით გააცნო. მოდით ერთად მოვუსმინოთ აიშეს და ახლოს გავეცნოთ მისი ოჯახის წევრებს.

გთხოვთ ყურადღებით მოვუსმინოთ დიალოგს, ხმამაღლა გავიმეოროთ სიტყვები და წინადადებები. აიშე ჯერ ანჟელიკას აცნობს მამის წლოვანებას.

-Babam elli yaşındadır. (აიშე)-მამაჩემი 50 წლისაა.
აიშე ახლა დედის წლოვანებას ამბობს.
-Annem kırkbeş yaşındadır. (აიშე)-დედაჩემი 45 წლისაა.
აიშე ფოტოსურათს აჩვენებს ანჟელიკას და განაგრძობს ოჯახის წევრების წლოვანების მიხედვით გაცნობას. ახლა თავის დას აცნობს.
-Ablam yirmibeş yaşındadır. (აიშე)- ჩემი და ოცდახუთი წლისაა.
კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ წინადადებებში გამოყენებულ სიტყვებს ცალ-ცალკე.
Yirmibeş ოცდახუთი
kırkbeş ორმოცდა ხუთი
elli ორმოცდა ათი
აიშემ, ანჟელიკას სათითაოდ გააცნო წლოვანების მიხედვით თავისი ოჯახის წევრები. ახლა დიალოგის დროს გამოყენებულ წინადადებებს კიდევ ერთხელ მივაყურადოთ და ხმამაღლა გავიმეოროთ.
-Babam elli yaşındadır. (აიშე)- მამაჩემი 50 წლისაა.
-Annem kırkbeş yaşındadır. (აიშე)-დედაჩემი ორმოცდა ხუთი წლისაა.
-Ablam yirmibeş yaşındadır. (აიშე)- ჩემი და ოცდახუთი წლისაა.
ამ პროგრამაში თქვენ გაეცანით ოჯახის წევრების წლოვანების მიხედვით გაცნობისას საჭირო ზოგიერთ სიტყვა-გამოთქმებს.