შევისწავლოთ თურქული ენა-12/12

გაცნობთ ჩემს ოჯახს-4

შევისწავლოთ თურქული ენა-12/12
გაიგზავნა 02.04.2012 10:00:37 UTC
განახლდა 02.04.2012 10:13:12 UTC

გაცნობთ ჩემს ოჯახს-4

კვლავ გამარჯობა. წინა პროგრამაში ჩვენი ოჯახის გაცნობისას ყურადღება გავამახვილეთ ამ თემასთან დაკავშირებით საჭირო სიტყვებსა და წინადადებებზე. აიშემ ანჟელიკას, ფოტოსურათების ჩვენებით გაცნობო თავისი ოჯახის წევრების წლოვანება. წინამდებარე პროგრამაში კი აიშე ანჟელიკას თავის წლოვანებას აცნობს.

-ანჟელიკა აიშეს წლოვანებამ დაინტერესა და ეკითხება

-Kaç yaşındasın? (ანჟელიკა)-რამდენი წლის ხარ?
იგივე კითხვის დასმა თურქულში შესაძლებელია შემდეგნაირადაც:
-Yaşın kaç? (ალი)-რამდენი წლის ხარ?
ისე, რომ თურქულში ვინმეს წლოვანების გაგება შეგვიძლია ზემოთ ხსენებული ორი სიტყვათ შეერთების გამოყენებით. ისე, როგორც ანჯელიკა ეკითხება აიშეს. კვლავ მოვუსმინოთ.
-Kaç yaşındasın? (ანჟელიკა)-რამდენი წლის ხარ?
-Yaşın kaç? (ანჟელიკა)-რამდენი წლის ხარ?
აიშე კი შემდეგნაირად პასუხობს ანჟელიკას კითხვას.
-Yirmi yaşındayım. (აიშე)-ოცი წლის ვარ.
როგორც გახსოვთ აიშემ ანჟელიკას, ცალ- ცალკე სურათების გამოყენებით გააცნო თავისი ოჯახის წევრების წლოვანება. დღეს კი ანჟელიკა აიშეს წლოვანებით დაინტერესდა. მოდით კიდევ ერთად მოვუსმინოთ დიალოგს და გამოყენებული წინადადებები ხმამაღლა გავიმეოროთ.
-Kaç yaşındasın? ანჟელიკა- რამდენი წლის ხარ?
-Yaşın kaç? (ალი)-რამდენი წლის ხარ?
-Yirmi yaşındayım. (აიშე)-ოცი წლის ვარ.
ამ პროგრამაში, მაგალითების მოყვანით გაეცანით წლოვანების გაგების მიზნით თურქულში გამოყენებულ რამოდენიმე სიტყვას და წინადადებას.