ევრაზიის დღიურიდან-225/19/12.

ერდოღანის ვიზიტი ჩინეთში.

ევრაზიის დღიურიდან-225/19/12.
htt

Get Adobe Flash player

გაიგზავნა 19.04.2012 08:10:46 UTC
განახლდა 19.04.2012 12:54:07 UTC

პრემიერი რ. თ. ერდოღანი, მიმდინარე წლის 8-11 აპრილს შორის, სამ დღიანი ვიზიტით ეწვია ჩინეთს. სინჯანის უიღურთა რსპუბლიკაშიც მყოფ ერდოღანს შეხვედრები ჰქონდა პეკინსა და შანჰაიში.

ეს გახლდათ, 27 წლის შემდეგ თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მხრიდან ამ სახელმწიფოში განხორციელებული პირველი ვიზიტი. ერდოღანს თან ახლდა ხუთ მინისტრთან ერთად 300-მდე საქმოსანი ბიზნესმენი. ერდოღანმა ჩინეთში ვიზიტი დაიწყო სინჯანის უიღურთა ავტონომიური რესპუბლიკით, რომელსაც შეუძლია ხიდის მოვალეობა შეასრულოს ორი სახელმწიფოს ურთიერთობაში. ერდოღანი გახდა ის პირველი თურქი პრემიერი, რომელმაც მოინახულა ურუმჯუ. აქ ჩაატარა ოფიციალური შეხვედრები, მოინახულა დიდი მეჩეთი და ბაზარი. ერდოღანისადმი დიდი დაინტერესება გამოიჩინეს იქ მცხოვრებმა თურქებმა.

ურუმჯიდან ერდოღანი გადავიდა პეკინში, სადაც მას, ოფიციალური შეხვედრა გაუმართა ჩინეთის პრემიერმა ვინ ჯიაბაომ. პრემიერ ერდოღანს ასევე შეხვედრა ჰქონდა ჩინეთის პრეზიდენტის ჩათვლით სხვა კომპეტენტურ პირებთან. ჩინეთის პრეზიდენტთან ჰუ ჟინთაოსთან ყურადღება გამახვილდა ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაზრდაზე. ჩინეთის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ ვიზიტი კიდევ უფრო გააფართოებს ორ ხალხს შორის ურთიერთობას.

წარმომადგენლებს შორის ოფიციალურ შეხვედრებზე შეფასება მიეცა ორი სახელმწიფოს ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურის, სამხედრო სფეროების გარდა, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. ხელი მოეწერა ორ სახელმწიფოს შორის ვადა დასრულებულების გარდა, დამატებით 6 სხვადასხვა ხელშეკრულებას, რომელსაც ჩინურმა მასმედიამ 27 წლოვანი სიცარიელის შემვსები სტრატეგიული შეთანხმებების მნიშვნელობა მისცა. შეთანხმებებს შორის არის თანამშრომლობა ბირთვულ სფეროში, ორმხრივი ინვესტიციების წახალისება და დაცვა, სარკინიგზო თანამშრომლობა. ასევე ხელი მოეწერა თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობას და ჩინეთის ეროვნულ სამაუწყებლო კორპორაცია CCTV -ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებას.

თურქეთის პრემიერი, პეკინში შეუერთდა თურქეთ-ჩინეთის სამუშაო საბჭოს შეკრებას. ორ სახელმწიფოს შორის 25 მილიარდი დოლარის სავაჭრო მოცულობის გაზრდაა გათვალისწინებული 2015 წელში 50 მილიარდ, 2020 წელში კი 100 მილიარდ დოლარამდე. ერდოღანმა ჩინელ ინვესტორებს მოუწოდა ინვესტიციები დააბანდონ თურქეთში განსაკუთრებით საბანკო, საფინანსო, საამშენებლო, ენერგეტიკის, სამთო და ინფრასტრუქტურის სფეროებში.

რ. თ. ერდოღანმა, ვიზიტის უკანასკნელ დღეს მოინახულა შანჰაი. შეხვდა ჩინეთის ყველაზე დიდი 30 კომპანიის წამყვან CEO-ებს. როგორც გაირკვა, თურქეთში ინვესტიციების დაბანდების მოსურნე ჩინელი ბიზნესმენები ძირითადად დაინტერესებულები არიან ხიდის, ბირთვული ენერგიის, სახმელეთო გზების, სწრაფმავალი მატარებლის და პორტების მსგავსი პროექტებით.

2013 წელს ჩინეთში გათვალისწინებული თურქეთის კულტურის დღეების წინ, შანჰაიში, ერდოღანი შეუერთდა საერთაშორისო უნივერსიტეთან არსებული თურქული განყოფილების გახსნით ცერემონიას, სადაც მას საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

თქვენ მოისმინეთ თურქი პოლიტოლოგის მითჰათ ჩელიქფალას ავტორობით დაწერილი ანალიტიკური სტატია.