გაიგზავნა 05.03.2012 11:30:00 UTC
განახლდა 05.03.2012 11:30:00 UTC
ჩინეთი სამხედრო ხარჯებს რეკორდულ დონემდე ზრდის. ჩინეთის მთავრობის განცხადებით, თავდაცვის ხარჯები 11%-ით გაიზრდება და 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.
ჩინეთის მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩინეთის მოსახლეობის რაოდენობასთან ერთი მილიარდ 300 მილიონთან შედარებით თავდაცვის ხარჯები საკმაოდ დაბალია.
ჩინეთი სამხედრო ბიუჯეტის ოდენობით აშშ-ის შემდეგ მეორე ქვეყანაა. პირველ ადგილზე მყოფი ამერიკის წლიური სამხედრო ხარჯები 739 მილიარდი დოლარია, მეორე ადგილზე მყოფი ჩინეთის 106 მილირდი დოლარი, ხოლო 63 მილიარდი დოლარით მათ მოსდევს ინგლისი.
აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ გასულ წელს გაკეთებული განცხადება, რომელიც შეეხებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მათი სამხედრო არსებობის გაძლიერებას, მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ჩინეთის სამხედრო ხარჯების გაზრდის საკითხში.
ჩინეთმა, რომელამც უკვე დაამზდა ახლი წყალქვეშა და სამხედრო გემები, ასევე კონტინეტთაშორისი რაკეტები, გასულ შეწლს შექმნა რადარზე აღმოუჩენელი თვითმფრინავი აჩრდილი.
ანალიტიკოსები ყურადღებას მახვილებენ იმ ფაქტზე, რომ ჩინეთი 1990 წლიდან მოწყოლებული სამხედრო ხარჯებს მუდმივად ზრდის.