გაიგზავნა 13.02.2012 14:33:57 UTC
განახლდა 14.02.2012 13:12:03 UTC
თბილისში საქართველოში ისრაელის ელჩის მანქანის ქვეშ დამონტაჟებული მომბმი მისმა მძღოლმა აღმოაჩინა, რის შემდეგაც იგი ქართველმა პოლიციელებმა გააუვნებელყვეს.
ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში კი ისრაელელი დიპლომატის ავტომობილს ბომბი მოტოციკლეტიდან ესროლეს, რის შემდეგაც იგი აფეთქდა. აღნიშნულის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ განაცხადა, რომ აღნიშნულის უკან ირანი დგას და დაამატა, რომ ამგვარივე მცდელობებს ადგილი აზერბაიჯანში, ტაილანდასა და სხვა ქვეყნებშიც ჰქონდა.
ირანმა ისრაელის ბრალდებები უარყო. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა კი ჯერ-ჯერობით არავის აუღია.