სირიაში სამოქალაქოები კვლავ იღუპებიან

ჯარმა ერთ დღეში 70 ადამიანი ამოხოცა

სირიაში სამოქალაქოები კვლავ იღუპებიან
გაიგზავნა 25.04.2012 10:30:20 UTC
განახლდა 25.04.2012 10:30:20 UTC

სირიაში სამოქალაქოების მკვლელობები ანანის გეგმას საფრთხეს უქმნის. ჯარის მიერ ერთ დღეში 70 ადამიანის ამოხოცვამ მდგომარეობა დაძაბა.

დედაქალაქ დამასკოში მომხდარ აფეთქებას უსაფრთხოების სამი თანამშრომელი ემსხვერპლა.

გაეროს მიერ სირიაში გაგზავნილი დამკვირვებლებიც კი ძალადობას ხელს ვერ უშლიან.

ოპოზიცია აცხადებს, რომ დამკვირვებლების ქალაქებიდან გასვლის შემდეგ ოპერაციები თავიდან იწყება.

გაერთიანებულმა ერებმა დამასკოს ხელისუფლება ცეცხლის შეწყვეტისათვის არასაკამარისი ღონისძიებების გატარებაში დაადანაშულა.

გაერთიანებული ერების მსოფლიო კვების პროდუქტების პროგრამის წარმომადგენლების განცხადებით, სირიაში საკვების გარეშე დარჩენის საფრთხის ქვეშ მყოფ 500 ათას ადამიანს დახმარებას გაუგზავნიან.

ევროსაბჭოს პარლამენტართა ასამბლეა კი სირიის საკითხს ხუთშაბათს საგანგებო სესიაზე განიხილავს.