ევროკავშირი პაკისტანელ დაზარალებულებს ეხმარება

წელს გაწეული დახმარების რაოდენობამ 55 მილიონი ევრო შეადგინა

ევროკავშირი პაკისტანელ დაზარალებულებს ეხმარება
გაიგზავნა 01.05.2012 10:32:33 UTC
განახლდა 01.05.2012 10:32:33 UTC

ევროკავშირი წყალდიდობით დაზარალებულ პაკისტანელებს ეხმარება.

პაკისტანის ეროვნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარების საქმეთა კომისარმა კრისტალინა გეორგიევამ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ წელს ევროკავშირი პაკისტანელ წყალდიდობით დაზარალებულებს 55 მილიონი ევროთი დაეხმარა.

გეორგიევამ ასევე დასძინა, რომ 2010-2011 წლებში მომხდარი წყალდიდობით დაზარალებული მილიონობით ადამიანი კვლავ საჭიროებს დახმარებას და საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვა გააგრძელოს მათი გვერდში დგომა. მისივე თქმით, ევროკავშირმა 2009-2013 წლებში პაკისტანის აღორძინებისათვის 2.4 მილიარდი ევროს რესურსი გამოჰყო.