ალი ბაბაჯანი ვიზიტით უკრაინაში იმყოფება

იგი ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც ჩავიდა

ალი ბაბაჯანი ვიზიტით უკრაინაში იმყოფება
გაიგზავნა 06.05.2012 11:25:07 UTC
განახლდა 06.05.2012 11:25:07 UTC

თურქეთის ვიცე-პრემიერი ალი ბაბაჯანი ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.

ბაბაჯანი კიევში თურქეთ-უკრაინის მთავრობათაშორისი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მერვე შეკრებაში მონაწილეობის შემდეგ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვია. მან სევასტოპოლში მოინახულა თურქი ჯარისკაცების საფლავები და ჩანაწერი გააკეთა საპატიო წიგნში. ამის შემდეგ კი ბაბაჯანი დაესწრო ჰიდრელეზის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ზეიმს და სიტყვით მიმართა ყირიმელ თათრებს.

თურქეთის ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ თურქეთსა და უკრაინას შორის ხელი მოეწერა უვიზო მოგზაურიბის ხელშეკრულებას, რაც კიდევ უფრო გააადვილებს ორ ქვეყანას შორის მიმოსვლას.

პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას კი ბაბაჯანმა განაცხადა, რომ უკრაინელ უფლებამოსილებთან მოლაპარაკებას აწარმოებენ თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე და გამიზნული აქვთ ამ სამუშაოების წლის ბოლომდე დასრულება. მისივე თქმით, თურქეთის ავიახაზები ყირიმში ყოველკვირეული რეისების რაოდენობას შვიდიდან ათამდე გაზრდის.

ვიცე-პრემიერმა პრემიერ-მინისტრ ანატოლი მოგილოვთან პრესისათვის დახურული შეხვედრა გამართა.