საბერძნეთში არჩევნები ტარდება

არჩევნებში მონაწილეობას 32 პარტია იღებს

საბერძნეთში არჩევნები ტარდება
გაიგზავნა 06.05.2012 11:40:03 UTC
განახლდა 06.05.2012 11:40:03 UTC

საბერძნეთში არჩევნები ტარდება. არჩევნების შედეგები ხალხის კრიზისის პოლიტიკის მიმართ პოზიციას განსაზღვრავს.

300 მანდატიან საბერძნეთის პარლამენტში მოსახვედრად 32 პარტია დღეს ერთმანეთს შეერკინება.

ეკონომიკურ კრიზისთან მებრძოლი ბერძნების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ არჩევნებზე არ წავა, თუმცა ზოგს მიაჩნია, რომ ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად ხმის მიცემა აუცილებელია.

გამოკითხვების თანახმად, საბერძნეთის პოლიტიკაზე გაბატონებული დიდი პარტიები პასოკი და ახალი დემოკრატები არჩევნებზე მხარდაჭერას დაკარგავენ და ხმებს ძირითადათ პატარა და რეფორმების მოწინააღმდეგე პარტიები მიიღებენ.

ხმის მიცემის პროცედურა დილის 7 საათიდან დაიწყო და საღამოს 7 საათამდე გაგრძელდება.