გაერომ სუდანი და სამხრეთ სუდანი გააფრთხილა

შეტაკებების შესაჩერებლად მათ 48 საათიანი ვადა მიეცათ

გაერომ სუდანი და სამხრეთ სუდანი გააფრთხილა
გაიგზავნა 03.05.2012 13:51:50 UTC
განახლდა 03.05.2012 13:51:50 UTC

სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის არსებული დაძაბულობა გაერთიანებული ერების დღის წესრიგშია.

უსაფრთხოების საბჭომ ორივე ქვეყანას შეტაკებების შეჩერებისა და საზღვრების ორმხრივი დარღვევების აღსაკვეთად 48 საათიანი ვადა მისცა.

უსაფრთხოების საბჭოზე მიღებული რეზოლუცია ამ ხნის განმავლობაში ძალადობის შეუჩერებლობის შემთხვევაში ორივე ქვეყნისათვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

სუდანსა და სამხრეთ სუდანს ასევე სთხოვენ 15 დღეში აფრიკის კავშირის ჭერქვეშ მოლაპარაკებები განაახლონ და სამ თვეში კი მოაგვარონ მათ შორის არსებული უთანხმოებები.

შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების საბჭომ მარტსა და აპრილში ამ ქვეყნებს შორის არსებული მდგომარეობის განსახილველად შეკრება ჩაატარა, ტუმცა რაიმე სავალდებულო ხასიათის გადაწყვეტილებები არ მიიღო.

სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის ვერ ხერხდება შეთანხმების მიღწევა ნავთობიდან მიღებული შემოსავლის განაწილების, საზღვრის სხვადასხვა ნაწილებში დარჩენილი მოქალაქეების მდგომარეობის და ნავთობით მდიდარი რეგიონების საზღვრების მსგავს საკითხებზე.

სუდანი სამხრეთის ხელისუფლებას დარფურსა და სამხრეთ კუნდუფარში სეპარატისტების დახმარებაშიც ადანაშაულებს.

ახალი ამბები