სირიის ჯარი ქალაქ ჰუმუსის დაბომბვას განაგრძობს

დაბომბვების შედეგად 117 ადამიანი დაიღუპა

სირიის ჯარი ქალაქ ჰუმუსის დაბომბვას განაგრძობს
გაიგზავნა 09.02.2012 13:02:58 UTC
განახლდა 09.02.2012 13:02:58 UTC

სირიის ჯარი ქალაქ ჰუმუსის დაბომბვას განაგრძობს.

ჯარის მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად 117 ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმრავლესობაც ქალაქ ჰუმუსის მაცხოვრებელია.

გაერთიანებულმა ერებმა კი საერთაშორისო საზოგადოების მიმართ მოწოდება გააკეთა.

ისლამური სამყაროს ცნობილმა მეცნიერებმა და მოაზროვნეებმა სირიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. ისლამის 107-მა მეცნიერმა მიიღო ფეტვა, რომელშიაც აღნიშნულია, რომ ხალხის ამოხოცვა მიუღებელია და სამხედროებს ჯარიდან წასვლისაკენ მოუწოდეს.

სირიის არმიის ხოცვა-ჟლეტის მიუხედავად, რუსეთი ბეშარ ესადის რეჟიმის მხარდაჭერას განაგრძობს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებული განცხადების თანახმად, ლავროვის დამასკოში ვიზიტი დასტურია იმისა, რომ კვლავ არსებობს პრობლემის პოლიტიკური გზით მოგვარების შანსი.