დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრი იქნება სტამბოლი.

ხელახლა განიხილება ირანის ბირთვული პროგრამა

დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრი იქნება სტამბოლი.
გაიგზავნა 14.04.2012 09:32:35 UTC
განახლდა 14.04.2012 10:25:51 UTC

თურქეთის მასპინძლობით იწყება P5+1-ად წოდებული გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის, ა.შ.შ-ის, რუსეთის, ჩინეთის, ინგლისის, საფრანგეთის და პლიუს გერმანიის მონაწილეობით ირანის ბირთვული პროგრამის ხელახალი განხილვა. საკითხთან დაკავშირებით უკანასკნელი მოლაპარაკებები გაიმართა 2011 წელში კვლავ სტამბოლში.

მიზნად ისახავენ, ირან-დასავლეთს შორის დაძაბულობის გამომწვევი ბირთვული საკითხის ახალ ეტაპში შეყვანას.

განხილვებს, P5+1-ის სახელით წაუძღვება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საქმეში უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი, ირანის სახელით კი ბირთვულ საკითხებში მთავარი მიმომხილველი საიდ ჯელილი.

ირანის ქალაქ ქუმის მიმდებარედ, ფორდოს საწარმოში ურანიუმის გამდიდრების საშიშ დონემდე მიღწევის შესახებ განცხადებით, დაძაბულად დაიწყო 2012 წლის განხილვები.

იანვარში კი ევროკავშირმა შეთანხმება მიიღო ირანისთვის ნავთობის ემბარგოს დაწესების თაობაზე.

საერთაშორისო ატომური ენერგიის ორგანიზაციასთან შეთანხმების შემდეგ, ირანმა, კეთილი ნების დასამტკიცებლად მზადყოფნა გამოაცხადა ასაფეთქებელი ფიუზელაჟების განვითარების მსგავს საკითხებში გავლენიანი თანამშრომლობის დაცვით, განხილვებზე.

ირანის მთავარმა მიმომხილველმა საიდ ჯელილმა, თებერვალში, წერილით აცნობა ამის შესახებ კეტრინ ეშტონს და მოითხოვა შეჩერებული განხილვების დაწყება.

მიღებული დადებითი პასუხით, უფრო მეტი მხარდაჭერა გამოითქვა განხილვების სტამბოლში დაწყებაზე.

შემდგომში განხილვების დაწყების ადგილთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებების წარმოქმნის მიუხედავად, საბოლოოდ კვლავ დაკონკრეტდა სტამბოლი.

სავარაუდოდ განხილვები გაძლიერდება Parchin-ის სამხედრო ობიექტზე, რომელზეც ადრე საერთაშორისო ატომური ენერგიის პასუხისმგებელმა პირებმა გაეროს ინსპექტორებს მოსთხოვეს გამოკვლევების ჩატარება, მაგრამ ეს წინადადება არ გაიზიარა ირანმა.

ირანის მთავარმა მიმომხილველმა საიდ ჯელილიმ მზადყოფნა გამოთქვა P5+1-თან წარმატებული განხილვების ჩატარებაზე. პარალელურად განხილვებისთვის სტამბოლში ჩამოსულ კეტრინ ეშტონს საქმიან საუზმეზე შეხვედრა ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრთან აჰმედ დავუთოღლისთან.