სირიაში კიდევ 100 ადამიანი დაიღუპა

ქალაქ ჰუმუსზე კი საარტილერიო თავდასხმა ხორციელდება

სირიაში კიდევ 100 ადამიანი დაიღუპა
გაიგზავნა 22.02.2012 14:51:24 UTC
განახლდა 22.02.2012 14:51:24 UTC

ოპოზიციური წყაროების ცნობით, სირიაში სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული ოპერაციების შედეგად სულ ცოტა 100 ადამიანი დაიღუპა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულინდმა ოპოზიციის შეიარაღების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არ სურთ სირიის კიდევ უფრო მეტი მილიტარიზება, თუმცა თუ ესადის რეჟიმზე ზეწოლა შედეგს არ გამოიღებს, შესაძლებელია დამატებით ღონისძიებებზეც იფიქრონ.

ამავე დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესადის სამთავრობო ძალები ქალაქ ჰუმუსზე ძლიერ საარტილერო თავდასხმას ახორციელებენ და იმ უბნებში, სადაც ოპოზიციონერები ცხოვრობენ ყოველ 10 წუთში ნაღმი ფეთქდება. ასევე აღინიშნა, რომ ქალაქში საკვებისა და წყლის დეფიციტია და გადაჭრილია სატელეფონო ხაზები.

ოპოზიციონერების კვალში მყოფი სამთავრობო ძალები თავს ესხმიან ასევე იდლიბის რეგიონის ზოგიერთ სოფელს, რის შედეგადაც 33 ადამიანი დაიღუპა.

წითელი ჯვრის ორგანიზაცია მშვიდობიანი მოქალაქეებისათვის დახმარების გასაწევად სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას ორი საათით ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიაში ჩასულმა ორმა ირანულმა სამხედრო გემმა ეს ქვეყანა დატოვა და სუეცის არხიდან სპარესთის ყურეში დაბრუნდა.

ახალი ამბები