გაიგზავნა 14.04.2012 09:43:39 UTC
განახლდა 14.04.2012 10:44:36 UTC
პრემიერ მინისტრის ერდოღანის, საუდიის არაბეთის მეფე აბდულლა ბინ აბდულაზიზთან შეხვედრაზე, სირიის საკითხთან დაკავშირებით კონსესუსის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
ორი ლიდერის აზრით სირიის დემოკრატიაზე გარდამავალი ეტაპი უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მალე, ხალხის ნების გათვალისწინებით და ზომიერ ატმოსფეროში. სამ საათიანი შეხვედრის შესახებ განცხადება გაავრცელა მთავრობის პრეს-სამსახურმა. აღინიშნა, რომ ქალაქ რიადის რავდათუ ჰურაიმის რეგიონში ჩატარებულ შეხვედრაზე განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა სირიის საკითხზე. საჭიროდ იქნა მიჩნეული სირიის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.
ანანის გეგმის თაობაზე, საჭიროდ იქნა მიჩნეული სირიაში საერთაშორისო დამკვირვებლების დაუყოვნებლივ შესვლა. გარდა ამისა, პრემიერმა ერდოღანმა და მეფე აბდულლაჰმა გაფრთხილება გამოთქვეს სირიის მიმართ და აღნიშნეს, რომ ანანის გეგმა ”დამასკოს ხელისუფლებისთვის არ უნდა გადაიქცეს გაჭიანურების საშუალებად”. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერი რ.თ. ერდოღანი დაბრუნდა სამშობლოში.