გაიგზავნა 03.05.2012 13:04:58 UTC
განახლდა 03.05.2012 13:04:58 UTC
კოსოვოს რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი და პრიშტინა-ბელგრადის დიალოგის პროცესის მთავარი მომლაპარაკებელი ედიტა თაჰირი ვიცე-პრემიერის ბექირ ბოზდაღის მოწვევით თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არსებული საზღვრების ჩათვლით მრავალეთნიკური, მრავალკულტურული, დემოკრატიული და წარმატებული კოსოვო არსებითი მნიშვნელობის მატარებელია ბალკანეთში საბოლოო მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისათვის.
კოსოვოს რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა თაჰირიმ ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერ ბექირ ბოზდაღთან ერთად შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმედ დავუთოღლუსთან.
ედიტა თაჰირი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომლის სახელწოდებაც გახლავთ ”ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე კოსოვო”.
საგარეო საქმეთა სამინისტროში თაჰირის ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთი კოსოვოს დახმარებს ყველა პლატფორმაზე, ისევე როგორც ადრე, მომავალშიც გააგრძელებს.