გაიგზავნა 08.04.2012 11:27:50 UTC
განახლდა 08.04.2012 11:27:50 UTC
გუშინ ბალიშებით ომის საერთაშორისო დღე იყო, რომელიც მრავალ ქვეყანში აღინიშნა.
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მდებარე ბრანდენბურგის კარიბჭესთან გამართულ ბალიშების სერთაშორისო ომში მონაწილეობა 500-მა ახალგაზრდამ მიიღო.
ომის დროს ახალგაზრდებმა საკამაოდ მოილხინეს და იგი ისევე მშვიდობიანად დასრულდა, როგორც დაიწყო.
ტაივანის დედაქალაქ ტაიპეში კი ბალიშებით ომში უფრო მეტად გამოცდებისაგან შეწუხებულმა მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
ბალიშებით ომი ასევე გაიმართა ბრიუსელში, ამსტერდამში, ბარსელონასა და ბირმინგემში.