გაიგზავნა 11.04.2012 10:30:24 UTC
განახლდა 11.04.2012 13:01:34 UTC
დღესაც ერთად ვართ უცხოური მასმედიის მიმომხილველ პროგრამაში, რომლის გაცნობას დავიწყებთ ჩინეთში ინგლისურად გამოცემული გაზეთით China Daily-ი. გაზეთი ფართო ადგილს უთმობს პრემიერის ერდოღანის ჩინეთის ვიზიტს და აღნიშნავს, რომ ეს არის 27 წლის განმავლობაში თურქი პრემიერის პირველი ვიზიტი ამ სახელმწიფოში. ვიზიტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის უფრო ახლო საქმიანი და პოლიტიკური ურთიერთობის დამყარებას. გაზეთი წერს ერდოღანის ვიზიტის წინ გავრცელებული განცხადების შესახებ, რომლის მიხედვითაც თურქეთს ჩინეთთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თანამშრომლობითი პოტენციალი გააჩნია ენერგეტიკის, მშენელობის, საავტომობილო, საბანკო, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სფეროებში.
გაზეთის ცნობით, ერდოღანის ჩინეთის ვიზიტს ამ ქვეყნის ვიცე პრეზიდენტმა ში ჩინპინგმა უწოდა, თებერვლის თვეში ანკარასა და სტამბოლში ვიზიტის დროს, სოფლის მეურნეობის, საფინანსო და საბანკო სისტემაში ხელმოწერილი რიგი შეთანხმებების შემდეგ განხორციელებული ვიზიტი.
რადიო ”გერმანიის ხმა”-ც ეხმაურება რ. თ. ერდოღანის ჩინეთის ვიზიტს, რომელიც პირველად ვიზიტთა შორის მოიხსენიება და ყურადღება გამახვილებულია თურქეთიდან ჩასული დელეგაციის შემადგენლობაზე, რომელთა შორისაც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი, ენერგეტიკის და ეკონომიკის მინისტრები, ერის რწმუნებულები, საქმოსანი ბიზნესმენები. აღნიშნულია, რომ თურქეთის პრემიერს ერდოღანს სურს ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპში შეყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის შემდეგ, ერდოღანი არის ის პირველი თურქი პრემიერი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ჩინეთში. ეს არის ორი ქვეყნის ურთიერთობაში ახალი ეტაპის მახარობელი-აღნიშნავს ”რადიო გერმანიის ხმა”.
ინგლისში არაბულ ენაზე გამოცემული გაზეთის El Kuds El Arabi-ის ცნობით, გრძელდება როგორც თურქეთში სირიელთა მიგრაცია, ისე სირიელი სამხედროების თავდასხმები.
გაზეთი წერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმედ დავუთოღლის განცხადების შესახებ, რომელშიც გაეროს და საერთაშორისო თანამეგობრობისაგან გამოთქმულია მოთხოვნა სიტუაციის მოწესრიგებისთვის ჩაერივნენ საქმეში.
ესპანური გაზეთის El Pais-ის ცნობით, ევროკავშირი ცდილობს თურქეთის, რომლის მნიშვნელობაც თანდათან იზრდება, დაკავშირებას ევროპასთან. ყურადღებას ამახვილებს რა თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობაზე, აღნიშნავს, რომ მსოფლიოს მეთექვსმეტე, ევროპის რიგით მეექვსე ძლიერი თურქული ეკონომიკა შარშან 11 %-ით გაიზარდა. თანდათან იზრდება მისი სიძლიერე. გასულ წელს მილიონ ნახევარი ადამიანი იქნა უზრუნველყოფილი სამუშაო ადგილით.
ევროინტეგრაციის მინისტრის და მთავარი მიმომხილველის ეგემენ ბაღიშის განცხადებით, ვაჭრობის 50 %-ი მოდის ტურიზმზე. ტურისტების 60 %-ი და უცხოური ინვესტიციის 85 %-ი ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოდის.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ბრიუსელი თურქეთთან კავშირის მიზნით ახდენს ახალი სტრატეგიების შემუშავებას.