საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლი,

იმყოფება ბოსნია ჰერცოგოვინის დედაქალაქ სარაიბოსნაში

საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლი,
გაიგზავნა 04.05.2012 10:31:22 UTC
განახლდა 04.05.2012 10:31:22 UTC

შეხვდა ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ზლატკო ლაკუმჯიას.

განხილულ იქნა ბოსნია ჰერცოგოვინას სერბეთს და თურქეთს შორის გათვალისწინებული სამთა სამიტი.

ბოსნია ჰერცოგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზლატკო ლაკუმჯიამ დავუთოღლისთან შეხვედრის პროცესში დაურეკა თავის სერბ კოლეგას ვუკ იერემიჩს.

შემდეგ ყურმილი გადასცა დავუთოღლის და მასაც მისცა სერბ კოლეგასთან საუბრის შესაძლებლობა.

სამმა მინისტრმა შეფასება მისცა ბოსნია ჰერცოგოვინას სერბეთს და თურქეთს შორის გათვალისწინებულ სამთა სამიტს და იმსჯელეს სამიტის ჩატარების ზუსტი გრაფიკის განსაზღვრაზე.

დავუთოღლი შეეხო სერბეთში 6 მაისისთვის გათვალისწინებულ არჩევნებს. ლაკუმჯიას დღის წესრიგში ჩადგა სირიის უკანასკნელი მოვლენები. ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით ორივე მინისტრმა გამოთქვა შეშფოთება.

დავუთოღლი შეუერთდა საერთაშორისო ლიგის ჰუმანისტთა დაჯილდოების ცერემონიას.

ბალკანეთში მშვიდობის და სტაბილურობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაჯილდოებულ იქნა 21-ე საუკუნის ლიდერის პრემიით.