გაიგზავნა 20.01.2010 09:14:58 UTC
განახლდა 20.01.2010 09:14:58 UTC
რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის მიწვევით მოსკოვს ორ დღიანი ვიზიტით სტუმრობდა მისი თურქი კოლეგა რეჯებ ერდოღანი. მათ განიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონალური და საერთაშორისო საკითხებიც. ყველაზე მეტი ყურადღება კი დაუთმეს ენერგეტიკულ პროექტებს და მიიღეს შეთანხმება რომ, უახლოესი წლებისათვის ორი ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა აიყვანონ 100 მილიარდ დოლარამდის
ახლა ამ თემაზე გთავაზობთ თურქი პოლიტოლოგის მითათ ჩელიქფალას მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს;
თურქი პრემიერი მოსკოვს სტუმრობდა 12-13 დეკემბერს და მას რამდენიმე მინისტრთან ერთად თურქ საქმოსანთა და ბიზნესმენთა მრავალრიცხოვანი დელეგაციაც ახლდა. ერდოღანს კრემლში პირისპირი შეხვედრები ჰქონდა როგორც თავის რუს კოლეგა პუტინთან, ასევე პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთანაც
ორი პრემიერის პირისპირი შეხვედრის დროს დადებითი შეფასება მისცეს და მიესალმნენ რუსეთ-თურქეთს შორის ამ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველანაირი ურთიერთობების დაახლოებას და გაფართოებას, განსაკუთრებით კი სავაჭრო და ენერგეტიკულ სფეროებში. მართლაც და მათ სიამაყით აღნიშნეს რომ, სავაჭრო ბრუნვამ ორ ქვეყანას შორის 13 მილაირდ დოლარს მიაღწია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ორ ქვეყანას შორის უდიდესი პოტენციალი არსებობს და ამიტომ ეს ციფრი უახლოეს წლებში უნდა აიყვანონ 100 მილიარდ დოლარამდის. პუტინის თქმით დღეს თურქეთი გადაიქცა რუსეთისათვის მეტად მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად. “ჩვენ ენერგეტიკულ სფეროში ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად უნდა გავზარდოთ ინვესტიციები ორივე ქვეყნის ეკონომიკებში”, ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა
პრემიერების პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ დელეგაციათაშორისო შეხვედრაც გაიმართა, რის დასრულების შემდეგ პუტინმა და ერდოღანმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას, მათ შორის რუსეთის მხრიდან თურქეთში ერთი ბირთვული სადგურის მშენებლობის შესახებაც, ე.ი. თურქეთი აღარ გამოაცხადებს საერთაშორისო ტენდერს და პირდაპირ რუსულ ფირმებს მიეცემათ ამ სადგურის მშენებლობა, რაზედაც საბოლოო გადაწყვეტილებას ანკარა გამოიტანს მიმდინარე წლის 10 ნოემბრამდის. ეს სადგური აშენდება თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირა საპორტო ქალაქ მერსინის მახლობელ აქქუიში და მისი ექსპლოატაციაში გადაცემის შემდეგ მისთვის საჭირო საწვავი ნედლეულიც რუსეთიდან იქნება უზრუნველყოფილი, ხოლო მისი გამოყენების შემდეგ კი კვლავ რუსეთს დაუბრუნდება ეს ნახმარი საწვავი
კრემლში შეხვედრების დროს მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებასაც დაუთმეს ყურადღება და ერდოღანმა აღნიშნა რომ, ამ მხრივ უფრო უნდა გააქტიურდეს რუსეთიც, რომელსაც მინსკის ჯგუფთან ერთად დიდი როლი ეკისრება ამ პრობლემის მშვიდობიან მოგვარებაში. პუტინის თქმით კი მართალია ცალ-ცალკე პრობლემებს წარმოადგენენ თურქეთ-სომხეთის და აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობები, მაგრამ ამ პრობლემების ერთ საერთო კონტექსტში განხილვა უფრო მეტად შეუწყობს ხელს და დააჩქარებს ამ პორბლემების მოგვარებას
ერდოღანი მოსკოვური ვიზიტის ეგიდით სიტყვით გამოვიდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მხრიდან ორგანიზებულ კონფერენციაზე და ისაუბრა ანკარის საგარეო პოლიტიკასთან მიმართულებებზე. “დღეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავრ მიზანს მეგობრების შეძენა წარმოადგენს და არა მტრების”, განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით წელს 90 წელი სრულდება რუსეთ-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებიდან და ამ თარიღს ორივე ქვეყანაში ერთობლივი საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავენ ივნისის თვეში
და რაც ყველაზე მთავარია, პუტინი და ერდოღანი შეთანხმდნენ რომ, ორ ქვეყანას შორის გააუქმონ სავიზო რეჟიმი და ამისათვის საჭირო ინფრასტრუქტურაც შექმნან, რათა მაისის ან ივნისის თვეში ეს შეთანხმება ძალაში შევიდეს. მოკლედ ერდოღანის ამ ვიზიტმა მეტად ნაყოფიერად ჩაირა, წერს თურქი პოლიტოლოგი მითათ ჩელიქფალა