გაიგზავნა 16.01.2010 10:48:37 UTC განახლდა 16.01.2010 10:48:37 UTC
დღეს საღამოს სტამბოლის ჰალიჩის კონგრესის დარბაზში საზეიმო ცერემონია გაიმართება, რომელზედაც სტამბოლი ევროპის 2010 წლის კულტურული დედაქალაქის სტატუსს მიიღებს უნგრეთის ქალაქ პეჩთან და გერმანიის ქალაქ ესსენთან ერთად. საღამო დასრულდება ფეიერვერკებითა და ლაზერული სხივების ჩვენებებით და ამ ეგიდით მრავალი ევროპელი მაღალჩინოსანიცაა ჩამოსული სტამბოლში
|