გაიგზავნა 04.01.2010 09:04:55 UTC განახლდა 04.01.2010 09:04:55 UTC
<>დაგვითმეთ ორიოდე წუთი, მოგვისმინეთ და გაიმეორეთ. ვიწყებთ ციკლურ პროგრამას სახელწოდებით “შევისწავლოთ თურქული ენა”.
<>ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა მიზეზებით კონტაქტი გვიხდება ადამიანებთან და საჭირო ხდება გარეშემო მყოფთათვის ჩვენი თავის გაცნობა. წლევანდელი ციკლური პროგრამის წინამდებარე ნომრებში სწორედ ამაზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას.
<>ახლა ყურადღებით მოვუსმინოთ დიალოგს, ჩვენც ხმამაღლა გავიმეოროთ წარმოდგენილი სიტყვები და წინადადებები, შევეცადოთ მათ დასწავლას.
<>გამარჯობა! Mმე აიშე ილჰანი ვარ.
-Merhaba! Benim ismim Ayşe İlhan.
გაცნობა მისალმებით იწყება. მისალმების დროს შეიძლება წავაწყდეთ შემდეგნაირ სიტვებს და გამოთქმებს.
<>-გამარჯობა-- Merhaba!
ან კიდევ
<>დღე მშვიდობისა!-İyi günler!
ახლა თქვენ გაიმეორეთ!
<>გამარჯობა--Merhaba!
<>დღე მშვიდობისა!--İyi günler!
გაიმეორეთ
მისალმება გრძელდება თავის გაცნობით. თქვენი გაცნობის მოსურნე პიროვნებამ შეიძლება მოგმართოთ შემდეგნაირად:
<>რა გქვიათ?-İsminiz nedir?
ახლა ვნახოთ როგორ უნდა ვუპასუხოთ კითხვას.
<>მე აიშე ილჰანი ვარ. -Benim ismim Ayşe İlhan.
ახლა მოვუსმინოთ წინადადებას ცალ-ცალკე.
<>სახელი-İsim
<>თქვენი სახელი- İsminiz
<>რა? Ne?
<>რა არის? Nedir?
<>თქვენ რა გქვიათ? İsminiz nedir?
ახლა გადავხედოთ მეორე წინადადებას.
<>მე-Ben
<>ჩემი-Benim
<>სახელი-İsim
<>ჩემი სახელი--Benim ismim
<>ჩემი სახელი აიშე ილჰანია-Benim ismim Ayşe İlhan.
ამ პროგრამაში შევისწავლეთ მისალმების და გაცნობის დროს საჭირო სიტყვები და წინადადებები.
<>გამარჯობა! Merhaba!
<>დღე მშვიდობისა-- İyi günler!
<>რა გქვიათ? -İsminiz nedir?
<>მე აიშე ილჰანი მქვია-Benim ismim Ayşe İlhan
დღესაც აქ დავასრულებთ ჩვენს საუბარს, მომავალ გადაცემაში კვლავ შეხვედრის იმედით კარგად ბრძანდებოდეთ.
|