პოდკასტი მედია დაგვეკონტაქტეთ Rss
უსმინეთ ჩვენს გადაცემებს
ინფორმაციები
VOT ინფორმაციები ქართულ ენაზე
 
გადაცემები
VOT ქართული გადაცემები
რეპორტაჟები
გულიაზ ალიევასთან რეპორტაჟი 27.11.2008.
მარიკა ჯიქიასთან რეპორტაჟი
 
ევრაზიის დღიურიდან 106
რუსეთ-საქართველოს საზღრები იხსნება
გაიგზავნა 06.01.2010 09:49:15 UTC
განახლდა 06.01.2010 09:49:15 UTC

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იდგმება, რადგან დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკებები ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის საზღრების გახსნის თაობაზე. ასე რომ, უკვე მიღწეული შეთანხმებით პირველ მარტამდე უნდა გაიხსნას ზემო ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტი

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ თურქი პოლიტოლოგის მითათ ჩელიქფალას მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს;

რუსეთის არმიის მხრიდან 2008 წლის აგვისტოში საქართველოზე თავდასხმის შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იდგმება ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე, რადგან შვეიცარიის შუამავლობით ამ ქვეყანაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ორივე ქვეყნის დელეგაციებმა შეთანხმებას მიაღწიეს დახურული საზღვრების გახსნის საკითხში და ამ ეგიდით პირველად ზემო ლარსის საზღვარი გაიხსნება, თანაც პირველ მარტამდის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნანა კალანდაძის განცხადებით ლარსის საზღვრის გახსნის თაობაზე შესაბამისი პროტოკოლი თითქმის მზადაა ხელმოწერისათვის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის სერგეი ივანოვის თქმით კი ხსენებული სასაზღვრო კარის გახსნა მთლიანობაში ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზებასაც. მისივე თქმით თუ ქართული მხარე უსაფრთხოების მყარ გარანტიას მისცემთ რუს პილოტებს, მაშინ შეიძლება საქართველოში სამგზავრო თვითმფრინავების რეისებიც აღდგეს. ეს პროცესი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც დეკემბრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თქვა რომ, ვერაფერ წინააღმდეგობას ვერ ხედავს საქართველოსთან საზღვრების გახსნისა და პირდაპირი ფრენების დაწყების საკითხში

ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღრო კარი ერთადერთია, რომელიც პირდაპირ აერთიანებს რუსეთსა და საქართველოს. İიგი ცალმხრივად დახურა მოსკოვმა ჯერ კიდევ 2006 წლის ზაფხულში და მიზეზად მისი რეკონსტრუქცია დაასახელა. თბილისმა კი ეს აქტი მის მიერ წარმოებული პროდასავლური პოლიტიკის გამო მოსკოვის მხრიდან დასჯად შეაფასა. Mმას შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის შესვლა-გამოსვლა ხდებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მეშვეობით, მაგრამ ეს კარებებიც გამოუსადეგარი გახდა აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ

ზემო ლარსის სასაზღრო კარის გახსნას საქართველოსთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისათვისაც, რადგან სწორედ ამ ერთადერთი კარით უკავშირდებიან ერთმანეთს სომხეთი და რუსეთი და სწორედ ამ კარითვე იწარმოება სომხეთ – რუსეთ შორის ვაჭრობის 90%, ამიტომაც ერევანიც დიდად დაინტერესებულია ამ კარის გახსნაში, წერს თურქი პოლიტოლოგი მითათ ჩელიქფალა





ახალი ამბები
თრტ-ს რადიო “თურქეთის ხმის” შესახებ თრტ–ს შესახებ დაგვეკონტაქტეთ ფრეკანსები მედია
თრტ–ს რადიო
თრ–ს ტელევიზია
თრტ–ს ინფორმაციები
თრტ–ს ისტორია
Terms of use
თქენი მოსაზრებები და შეხედულებები
მონაცემები თანამგზავრული გადაცემის შესახებ
პროგრამების თანმიმდევრობა
ფოტო გალერეა
მოუსმინე / უყურე
პოდკასტი
Turkish Radio - Television Corporation Official Web Site