გაიგზავნა 04.02.2010 10:05:12 UTC განახლდა 04.02.2010 10:05:12 UTC
პაკისტანის არმია აგრძელებს ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებს ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ვეზირისტანში და პაკისტანის გენ. შტაბის ცნობით განადგურებულია უკვე 15 ბოევიკი და ჯარები ნელ-ნელა იწევენ სოფელ დამადოლესკენ, რომელიც თალიბანთა ერთ-ერთ გამაგრებულ ციტადელად ითვლება. ზოგიერთი სხვა ცნობებით კი თალიბებმა იარაღი დაყარეს და შეერივნენ ადგილობრივ მოსახლეობაში
|