პოდკასტი მედია დაგვეკონტაქტეთ Rss
უსმინეთ ჩვენს გადაცემებს
ინფორმაციები
VOT ინფორმაციები ქართულ ენაზე
 
გადაცემები
VOT ქართული გადაცემები
რეპორტაჟები
გულიაზ ალიევასთან რეპორტაჟი 27.11.2008.
მარიკა ჯიქიასთან რეპორტაჟი
 
ევრაზიის დღიურიდან 109
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენი
გაიგზავნა 27.01.2010 09:18:54 UTC
განახლდა 27.01.2010 09:18:54 UTC

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა რა 10 ოქტომბერს შვეიცარიაში თურქეთ-სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან ხელმოწერილი პროტოკოლები, მათთან დაკავშირებით გამოაქვეყნა თავისი მოტივირებული განაჩენი. ამ განაჩენში სასამართლო მართალია მთლიანობაში მხარს უჭერს პროტოკოლებს და ამბობს რომ, იგი შეესაბამება სომხეთის კონსტიტუციას, მაგრამ, ამასთან ერთად მოითხოვს ზოგიერთი ცვლილების შეტანას პროტოკოლების ტექსტში, რამაც ანკარის აღშფოთება გამოიწვია.

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ თურქი პოლიტოლოგის მითათ ჩელიქფალას მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს;

თურქეთის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხსენებულ პროტოკოლებს ხელი მოაწერეს გასული წლის 10 ოქტომბერს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში და ისინი ითვალისწინებენ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას და საზღვრების გახსნას. ეს პროტოკოლები მიმდინარე წლის 12 იანვარს განიხილეს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოში და იგი ქვეყნის კონსტიტუციასთან მიმართებაში შესაბამისად სცნეს. სომხეთის კანონების მიხედვით ყველა საერთაშორისო შეთანხმებას პარლამენტში დამტკიცებამდის ჯერ შეფასება უნდა მისცეს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ. ასე რომ, ახლა ეს პროტოკოლები მარტის თვეში განხილულ უნდა იქნას სომხეთის პარლამენტში

მაგრამ, ზოგიერთი ცვლილების შეტანის მოთხოვნას პროტოკოლების ტექსტში, ანკარის აღშფოთება და უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან მათში პროტოკოლების პარლამენტებში რატიფიკაციამდის ითხოვება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც და საზღვრების გახსნაც. გარდა ამისა მოტივირებული განაჩენის მე-5 მუხლში ხაზგასმით წერია რომ, ეს პროტოკოლები ეწინააღმდეგება სომხეთის კონსტიტუციის შესავალ ნაწილსაც და დამოუკიდებლობის დეკლარაციის მე-11 მუხლსაც, რის გამოც ისინი არ იქნებიან შესრულებულნი

დიახ, სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მე-11 მუხლში წერია; “სომხეთის რესპუბლიკა ვალდებულია ოსმანეთის თურქეთში და დასავლეთ სომხეთში მომხდარი 1915 წლის გენოციდი აღიარებინებინოს საერთაშორისო საზოგადოებრიობას”. ეს “ვალდებულება” კი ხასიათდება როგორც სომხეთის ეროვნული მიზანი და ამიტომ პროტოკოლებში არსებული ერთობლივი კომისიის შექმნის მოთხოვნა 1915 წლის მოვლენების გამოსაკვლევად მიზანშეწონილად არც იღება, რაც წინააღმდგობაში ვარდება ანკარის პოზიციასთან. İიგივე მოტივირებული განაჩენი მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების დაკავშირებას თურქეთ-სომხეთის ურთიერთობებთან მთლიანად გამორიცხავს, რაც ასევე არ პასუხობს ანკარის ინტერესებს

ამიტომაც, ერევნის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა რომ, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან გამოქვეყნებულ მოტივირებულ განაჩენს და მასში მოთხოვნილ ცვლილებებს არავითარ შემთხვევაში არ მიიღებენ, რადგან ისინი ეწინააღმდეგებიან ხელმოწერილი პროტოკოლების სულისკვეთებას და მიზნებს და პრინციპში წინაპირობის შინაარს უფრო ატარებენ. “ანკარა როგორც ყოველთვის, ყველა საერთაშორისო შეთანხმებების შესრულებაში კატეგორიულია, მათ შორის ერევანთან ხელმოწერილი ხსენებული პროტოკოლებისაც და ამასვე მოითხოვს სომხეთისგანაც”, ხაზგასმულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო განცხადებაში

სწორედ ამავე თემაზე ესაუბრა სატელეფონო საუბარში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეტ დავუთოღლი თავის სომეხ კოლეგას ედუარდ ნალბანდიანს და სთხოვა ერევანს, ერთგული დარჩენილიყო ხელმოწერილი პროტოკოლების მიმართ, რადგან ანკარა არავითარ შემთხვევაში არ მიიღებდა მოტივირებულ განაჩენს, რომელიც ფაქტიურად წინაპირობის შინაარს ატარებს. “მე მწამს რომ, სომხეთის მთავრობა გამოიჩენს პოლიტიკურ ნებას და შეასრულებს პროტოკოლებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ამიტომაც მან თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს სასამართლოს განაჩენის მიმართ”, განუცხადა ნალბანდიანს მისმა თურქმა კოლეგამ

თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯებ ერდოღანის აზრით კი, მოტივირებული განაჩენის გამოქვეყნებით ერევანმა ფაქტიურად ახალი წინაპირობები წამოაყენა, რომლებშიც არ სცნობს თურქეთის საზღვრებს და არც 1915 წლის მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნას თანხმდება, რაც არ პასუხობს პროტოკოლების შინაარსს და ამასთან ერთად ფაქტიურად ახლიდან ჩიხში შეჰყავს ორი მეზობელი ქვეყნის ინიციატივები

პროტოკოლებში აღნიშნულია რომ, თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში განხილვები დაიწყება მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების პარალელურად და ამიტომ, თუ ერევანი ამ მხრივ არ გადადგამს წინ ნაბიჯებს, მაშინ თურქი პარლამენტარები არავითარ შემთხვევაში არ დაამტკიცებენ ამ პროტოკოლებს, წერს თურქი პოლიტოლოგი მითათ ჩელიქფალა





ახალი ამბები
თრტ-ს რადიო “თურქეთის ხმის” შესახებ თრტ–ს შესახებ დაგვეკონტაქტეთ ფრეკანსები მედია
თრტ–ს რადიო
თრ–ს ტელევიზია
თრტ–ს ინფორმაციები
თრტ–ს ისტორია
Terms of use
თქენი მოსაზრებები და შეხედულებები
მონაცემები თანამგზავრული გადაცემის შესახებ
პროგრამების თანმიმდევრობა
ფოტო გალერეა
მოუსმინე / უყურე
პოდკასტი
Turkish Radio - Television Corporation Official Web Site