გაიგზავნა 31.01.2010 11:39:18 UTC განახლდა 31.01.2010 11:39:18 UTC
მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი საინფორმაციო არხი Euronews უკვე თურქულადაც ამოქმედდა.
Euronews თურქულად გაიხსნა სტამბოლში გამართული ცერემონიით.
თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობასთან თანამშრომლობით განხორციელებული მაუწყებლობა თურქეთისათვის იქნება ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა თურქეთის პრემიერმა რ. თ. ერდოღანმა განაცხადა, რომ Euronews-ის თურქული მაუწყებლობით უფრო კარგად იქნება გაგებული თურქეთის იმიჯი ევროპაში.çმისივე თქმით, ამ არხის მეშვეობით ევროპელებს თურქეთს უფრო ობიექტურად გააცნობენ.
Euronews-ის თურქულად ნახვა 34 თანამგზავრისა და ინტერნეტის მეშვეობით მთელს მსოფლიოში იქნება შესაძლებელი.
თრტ-ს გენერალურმა მდივანმა იბრაჰიმ შაჰინმა კი დასძინა, რომ Euronews-თან მოლაპარაკებები რთულად წარიმართა და კარგი კადრების შესარჩევად ბოლომდე დაჟინებით იმუშავეს.
1992 წელს დაარსებული Euronews-ის მაუწყებლობა ხორციელდება 121 ქვეყანაში.
არხის მაუწყებლობა დღემდე ხორციელდებოდა რვა ენაზე ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად, რუსულად, იტალიურად, ესპანურად, არაბულად და პორტუგალიურად მეცხრე ენა კი გახდა თურქული.
|