გაიგზავნა 14.03.2010 12:06:00 UTC განახლდა 14.03.2010 12:06:00 UTC
1915 წლის მოვლენების სომხური კანონპროექტის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შემდეგ შვეციის პარლამენტის მიერ მიღების გამო მწვავე რაქციის გამოხატვა გრძელდება.
ვაშინგტონსა და სტოკჰოლმში თურქეთის ელჩები გამოძახებულნი არიან კონსულტაციებისათვის, ასევე გაუქმებულია ამ ქვეყნებში დაგეგმილი ვიზიტებიც.
პრემიერმა ერდოღანმა გააუქმა შვეციაში დაგეგმილი ვიზიტი, ხოლო აშშ-ში აპრილში დაგეგმილი ვიზიტის ბედი კი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
ასევე გაუქმდა თურქეთის მრეწველთა და ბიზნესმენთა პალატის წარმომადგენლების ვიზიტი ვაშინგტონში, რომელიც მომავალ კვირაში უნდა განხორციელებულიყო.
იგეგმებოდა 14 აპრილს თურქეთის პალატათა და ბირჟათა ვაშინგტონის ბიუროს პრემიერ ერდოდოღანის მიერ გახსნა. აღნიშნული ორგანიზაცია პრემიერის არ წასვლის შემთხვევაში განიხილავს გახსნის გადადების საკითხს.
|