გაიგზავნა 07.02.2010 11:43:46 UTC განახლდა 07.02.2010 11:43:46 UTC
2012 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კენჭისყრა დღეს გაიმართება პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში.
კენჭისყრაში მონაწილობას იღებს 51 ქვეყანა.
პირველ კალათაში მოხვდნენ ესპანეთი, გერმანია, ჰოლანდია, იტალია, ინგლისი, ხორვატია, რუსეთი, საფრანგეთი და პორტუგალია, მეორეში კი საბერძნეთი, ჩეხეთი, შვეცია, შვეიცარია, სერბეთი, დანია, სლოვაკეთი, რუმინეთი და თურქეთი.
შესარჩევი მატჩები დაიწყება ამ წლის თებერვალში და 2011 წლის ნოემბერში დასრულდება.
ჯგუფის ლიდერი ქვეყნები, ყველაზე მაღალი ქულების მქონე მეორე გუნდი მასპინძელ ქვეყნებთან პოლონეთთან და უკრაინასთან ერთად პირდაპირ მიიღებენ ფინალებში მონაწილეობას.
ჯგუფების მეორე რიგში მოხვედრილ 8 გუნდს შორის ორმაგი მატჩიანი შესარჩევი სისტემის მიხედვით გათამაშებული შეხვედრები გამოავლენენ ფინალში მონაწილე 4 ქვეყანას.
|