პოდკასტი მედია დაგვეკონტაქტეთ Rss
უსმინეთ ჩვენს გადაცემებს
ინფორმაციები
VOT ინფორმაციები ქართულ ენაზე
 
გადაცემები
VOT ქართული გადაცემები
რეპორტაჟები
გულიაზ ალიევასთან რეპორტაჟი 27.11.2008.
მარიკა ჯიქიასთან რეპორტაჟი
 
სტამბოლი – ევროპის 2010 წლის კულტურის დედაქალაქი
სტამბოლი – ქალაქი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კულტურებს
გაიგზავნა 22.01.2010 11:49:02 UTC
განახლდა 22.01.2010 11:49:02 UTC

სტამბოლი, მსოფლიოს ეს ულამაზესი ქალაქი, საუკუნეების განმავლობაში მუზად გამხდარა მრავალი პოეტისათვის, მწერლისათვის, მხატვრისათვის, კომპოზიტორისათვის. იგი მდიდარია როგორც ბუნებრივი, ასევე ისტორიული ღირებულებებითაც

სტამბოლს მეტად უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია, რამეთუ იგი ერთდროულად ორ კონტინენტზე – ევროპასა და აზიაში მდებარეობს. უკანასკნელ ხანებში აღმოჩენილი არქეოლოგიური ექსპონატები ადასტურებენ რომ, ამ ადგილებში პირველი დასახლება აშენებულა ჯერ კიდევ ჩ.წ.-მდე 6500 წლის წინ. ჩ.წ. მესამე საუკუნიდან კი იწყება რა ქალაქის ინტენსიური ათვისება, სწრაფად იზრდება მისი მოსახლეობაც და ტერიტორიაც

ახლანდელი ქალაქის პირველი საძირკველი კი გაიჭრა ჩ.წ.-მდე მე-7 საუკუნეში და დასახლებას ბიზანტიონი შეარქვეს. ჩ.წ.-ის მე-4 საუკუნეში რომის იმპერატორ კონსტანტინეს ბრძანებით ეს ქალაქი ფაქტიურად ახლიდან გაშენდა და აღმოსავლეთ რომის დედაქალაქად გამოცხადდა. აი ამ დროდან დაწყებული 1920-იან წლებამდის, ე.ი. მთელი 16 საუკუნის განმავლობაში სტამბოლი დედაქალაქი იქნება სამი დიდი იმპერიისა, რომისა, ბიზანტიისა და ოსმანეთისა და მასში ამ ხნის განმავლობაშივეც და შემდეგაც ძმურად და მეგობრულად იცხოვრებენ სამი ღვთიური რელიგიის, ისლამის, ქრისტეს და მოსეს მიმდევრები

აი რას ამბობს ცნობილი ფრანგი პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე ალფონსო დე მარტინი (1790--1869) სტამბოლის შესახებ: “თუ სამყაროსათვის მხოლოდ ერთხელ გინდა შეხედვა, შეხედე სტამბოლს. აქ უფალი და ადამიანი, ბუნება და ხელოვნება ისე ჰარმონიულად არიან შერწყმულ შეხამებულნი ერთმანეთში რომ, მართლაც ღირს მისი ნახვა”

დღეს კი სტამბოლი თავისი 14 მილიონიანი მოსახლეობით წარმოადგენს არა მხოლოდ თურქეთის, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ ერთ ცოცხალ და დინამიურ ქალაქს

სტამბოლი სახმელეთო და საზღვაო სატრანსპორტო კვანძების გზაჯვარედინზე მდებარეობს და მისმა ამ სტრატეგიულმა მდებარეობამ იგი გადააქცია მსოფლიოს უდიდეს სავაჭრო, ფინანსურ, სამრეწველო და კულტურულ ცენტრად, ამიტომაც ქალაქში მრავალი ქარხანა-ფაბრიკა, მრავალი ბანკი და სავჭრო ობიექტი, მრავალი უნივერსიტეტი, მუზეუმი, თეატრი და ხელოვნების გალერეა მოქმედებს

სტამბოლს ორ ნაწილად ჰყოფს და აერთიანებს ბოსფორის სრუტე, სწორედ იგივე სრუტე აერთიანებს და აცალკევებს მარმარილოს და შავ ზღვებსაც. ქალაქი ძალზედ მდიდარია ასევე ისტორიული, კულტურული და არქიტექტურული ძეგლებითაც და სულიერი მემკვიდრეობითობითაც, ამიტომაც ევროპარლამენტმა და ევროკავშირის კულტურის მინისტრთა საბჭომ 2006 წლის 13 ნოემბერს მიღებული დადგენილებით სტამბოლი გამოაცხადა ევროპის 2010 წლის კულტურის დედაქალაქად და ეს წოდება მას გერმანიის ქალაქ ესსენთან და უნგრეთის ქალაქ პეჩთან ერთად ოფიციალურად გადაეცა მიმდინარე წლის 16 იანვარს

ევროპის კულტურის დედაქალაქობის წოდება ევროპარლამენტის ინიციატივით შემოიღეს 1985 წელს და იმავე წელს ეს წოდება პირველად გადაეცა საბერძნეთის დედაქალაქ ათენს. ეს წოდება ევროპის იმ ქალაქებს ეძლევათ, რომლებიც წარმოადგენენ ევროპის კულტურის ნაწილს და მდიდარ მატერიალურ და სულიერ ღირებულებებს და მემკვიდრეობებს ფლობენ

ევროპის კულტურის დედაქალაქობის ეგიდით სტამბოლში მრავალი კულტურული, ხელოვნებითი და სანახაობრივი ღონისძიებებია დაგეგმილი და თქვენც გიწვევთ მათ სანახავად და გასაცნობად





ახალი ამბები
თრტ-ს რადიო “თურქეთის ხმის” შესახებ თრტ–ს შესახებ დაგვეკონტაქტეთ ფრეკანსები მედია
თრტ–ს რადიო
თრ–ს ტელევიზია
თრტ–ს ინფორმაციები
თრტ–ს ისტორია
Terms of use
თქენი მოსაზრებები და შეხედულებები
მონაცემები თანამგზავრული გადაცემის შესახებ
პროგრამების თანმიმდევრობა
ფოტო გალერეა
მოუსმინე / უყურე
პოდკასტი
Turkish Radio - Television Corporation Official Web Site