გაიგზავნა 03.02.2010 11:59:51 UTC განახლდა 03.02.2010 11:59:51 UTC
საბერძნეთში ქვეყნის საგარეო ვალებისაგან ჩაძირული ეკონომიკის გადარჩენისათვის დამატებითი ღონისძიებები ტარდება.
საბერძნეთის პრემიერის იორგო პაპანდრეუს მიერ გამოქვეყნებული ღონისძიებების პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო სექტორში ხელფასების გაყინვის ვადის გაგრძელებას, საწვავისა და ობშორული ფირმებისათვის დაწესებული გადასახადების კიდევ უფრო გაზრდას.
პაპანდრეუმ ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ უფსკრულისაკენ მიმავალი გზიდან მოსაბრუნებლად საჭირო ნაბიჯები უნდა გადადგან.
დამატებითი ღონისძიებების პაკეტში გათვალისწინებულია საპენსიო ასაკის გაზრდა, სახელმწიფო სექტორში წელს ხელფასების არ მომატება და ახალი კადრების არ აყვანა.
საბერძნეთის მთავრობამ პირველი ეკონომიკური პაკეტით მაღალი შემოსავლების მქონე ჯგუფებსა და ობშორულ ფირმებს გადასახადების რაოდენობა გაუზარდა, სახელმწიფო სექტორში ბიუჯეტი კი 25%-ით შეამცირა.
საბერძნეთის მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ ღონისძიებებს დღეს ევროკავშირიც შეაფასებს.
|