გაიგზავნა 02.02.2010 12:37:32 UTC განახლდა 02.02.2010 12:37:32 UTC
გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა კვიპროსის პრობლემის გადაჭრის მიზნით ლიდერებს შორის წარმოებული პირდაპირი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების პროცესის მხარდასაჭერად კუნძულ კვიპროსზე შეხვედრები ჩაატარა.
ბერძნული მხარიდან თურქულ მხარეზე ლოქმაჯის გამშვები პუნქტიდან შესული გენერალური მდივანი შეხვდა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფოს პრეზიდენტს მეჰმედ ალი თალათს.
ბან კი მუნმა მოგვიანებით ბუფერულ ზონაში გამართა შეხვედრა თალათთან და ქრისტოფიასთან, რის შემდეგაც ჩატარდა ერთობლივი პრეს-კონფერენცია.
გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ კვიპროსში ვიზიტით სურდა გამოეხატა მოლაპარაკებების გაგრძელდების მნიშვნელობა. მისივე თქმით, პრობლემის მოგვარების დრო მოვიდა და სჯერა, რომ ორივე ლიდერისათვის მისაღებ შეთანხმებას მიაღწევენ, ამისათვის კი გაერო მხარდაჭერას გააგრძელებს.
თალათმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, თუმცა პრობლემის მოგვარებასთან ახლა უფრო ახლოს არიან ვიდრე ოდესმე.
ქრისტოფიასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების გაგრძელების მომხრეა, გარანტირების საკითხთან დაკავშირებით კი მოსაზრება არ შეუცვლიათ.
|