გაიგზავნა 26.12.2009 10:38:58 UTC
განახლდა 26.12.2009 10:38:58 UTC
14 დეკემბერს თურქმენეთის ქალაქ სამანთებეში ჩატარებული საზეიმო ცერემონიით გადაეცა ექსპლოატაციაში თურქმენეთ-ჩინეთის ბუნებრივი გაზის მაგისტრალის პირველი ეტაპი, რომლის მშენებლობაც დაიწყო გასულ წელს და უნდა დასრულდეს 2011 წელს. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ოთხი სახელმწიფოს, თურქმმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის და ჩინეთის პრეზიდენტებმა. ამ მაგისტრალით პირველ ეტაპზე წელიწადში 13 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა იქნას ტრანსპორტირებული თურქმენეთიდან ჩინეთში. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ტურქი პოლიტოლოგის მითათ ჩელიქფალას მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს;
ახალი აბრეშუმის გზად ცნობილი თურქმენეთ-ჩინეთის ბუნებრივი გაზის მაგისტრალის პირველი ეტაპი გაიხსნა 14 დეკემბერს დედაქალაქ აშხაბადიდან 650 კმ-ით დაშორებულ ლებაპის ოლქში მდებარე ქალაქ სამანთებეში და აქ ექსპლოატაციაში გადაცემული ტერმინალის წარმადობა თავიდან წელიწადში 5 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. საზეიმო ცერემონიალის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს თუქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა, ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ჟინტაიომ, უზბეკეთის პრეზიდენტმა İისლამ ქარიმოვმა და ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა
ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა ბერდიმუჰამედოვმა თქვა რომ, ეს არის ახალი აბრეშუმის გზა და მას აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური დატვირთვა და მნიშვნელობაც. მისივე თქმით ტექნოლოგიის უკანასკნელი მიღწევებით აღჭურვილი ეს ტერმინალი ნამდვილ ბუნების მეგობარს წარმოადგენს, რადგან ეკოლოგიურად მეტად სუფთა და სანდო იქნება და ამის პარალელურად იგი ხელს შეუწყობს რეგიონის მატერიალური კეთილდღეობის ამაღლებას
ჩინეთის პრეზიდენტმა კი მეგობრობის მაგისტრალი უწოდა ამ პროექტს და თქვა რომ, იგი დიდ მოგებას მოუტანს ასევე ტრანზიტულ ქვეყნებსაც. მანვე ასეთივე ახლო და აქტიური ურთიერთთანამშრომლობა მოითხოვა ტრანზიტული ქვეყნებისგან სხვა სფეროებშიც. ”ამ პროექტით ახალი ურთიერთობები დაიწყება რეგიონის ქვეყნებს შორისა” განაცხადა ჰუ ჟინტაომ
ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად შესძლეს ამ პროექტის გაყვანა, რომლის მშენებლობაც მათ უანდერძეს წინაპრებმა. მანვე მოითხოვა ამ მაგისტრალის პარალელურად მასში მონაწილე ქვეყნებს შორის ოტობანის და ელექტროხაზის მშენებლობაც
ისლამ ქარიმოვის აზრით კი ეს პროექტი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს პარტნიორი ქვეყნების ისტორიაშიც და ურთიერთობებშიც
ამ პროექტის საერთო სიგრძე 7 ათასი კმ-ია და აქედან 185 კმ თურქმენეთზე მოდის, 525 კმ უზბეკეთზე, 1293 კმ ყაზახეთზე და 4860 კმ ჩინეთზე. პირველ ეტაპზე მისით ტრანსპორტირებული იქნება 13 მილიარდი კუბური მეტრი აირი, შემდეგ კი ეს ციფრი 40 მილიარდამდე გაიზრდება, ასე ცრომ, რუსეთ-ირანის შემდეგ თურქმენეთი თავის ბუნებრივ გაზს მიჰყიდის ჩინეთსაც
2010 წელს ამ მაგისტრალით 6 მილიარდი კუბური მეტრი აირი იქნება ტრანსპორტირებული, 2011 წელს 17 მილიარდი, 2014 წელს 37 მილიარდი და 2015 წლის შემდეგ 40 მილიარდი, ასე რომ, თურქმენეთი და ჩინეთი დიდი სავაჭრო პარტნიორები ხდებიან, წერს თურქი პოლიტოლოგი მითათ ჩელიქფალა