პოდკასტი მედია დაგვეკონტაქტეთ Rss
უსმინეთ ჩვენს გადაცემებს
ინფორმაციები
VOT ინფორმაციები ქართულ ენაზე
 
გადაცემები
VOT ქართული გადაცემები
რეპორტაჟები
გულიაზ ალიევასთან რეპორტაჟი 27.11.2008.
მარიკა ჯიქიასთან რეპორტაჟი
 
ევრაზიის დღიურიდან 107
თურქმენთ-ირანს შორის ბუნებრივი გაზის მაგისტრალი გაიხსნა
გაიგზავნა 13.01.2010 07:52:12 UTC
განახლდა 13.01.2010 07:52:12 UTC

მიმდინარე წლის 6 იანვარს თურქმენეთში მოწყობილი საზეიმო ცერემონიით გაიხსნა მეორე ბუნებრივი გაზის მაგისტრალი თურქმენთ-ირანს შორის, რასაც დიდი მნიშვნელობა გააჩნია რეგიონალური ურთიერთობებისა და პოლიტიკური ბალანსირების თვალსაზრისითაც და ამიტომ საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო თურქეთის სამთავრობო დელეგაციამაც თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანერ ილდიზის ხელმძღვანელობით.

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ თურქი პოლიტოლოგის მითათ ჩელიქფალას მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს;

თურქმენთ-ირანს შორის ბუნებრივი გაზის მეორე მაგისტრალი საზეიმო ცერემონიით გაიხსნა 6 იანვარს თურქმენეთის ქალაქ სალარიაპში, რომელიც 360 კმ-თაა დაშორებული დედაქალაქ აშხაბადისგან. ეს ცერემონია გახსნეს თურქმენეთისა და ირანის პრეზიდენტებმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა და მაჰმუდ აჰმედინეჟადიმ, ხოლო თურქეთს წარადგენდა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი თანერ ილდიზი

თურქმენთ-ირანს შორის ბუნებრივი გაზის მეორე მაგისტრალის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2009 წლის ივლისში, ხოლო მისი მშენებლობა ითავა თურქმენულმა ფირმა “ნებიტგაზ”-მა. ამ მაგისტრალით დევლეთებადის საბადოდან ჯერ პირველ ეტაპზე 6 და შემდეგ 12 მილიარდი კუბური მეტრი აირი მიეწოდება ირანის ქალაქ მეშჰედს, მთლიანობაში კი თეირანი წელიწადში 20 მილიარდი კუბური მეტრის გაზს შეისყიდის აშხაბადისგან, როცა ამ მეორე მაგისტრალამდის მხოლოდ 8 მილიარდ კუბურ მეტს ყიდულობდა. რაც შეეხება თურქმენთ-ირანს შორის ბუნებრივი გაზის 200 კმ-იან პირველ მაგისტრალს, იგი ექსპლოატაციაში გადაეცა ჯერ კიდევ 1997 წელს და მას ქორფეჯე-ქორდუკუ ჰქვია

ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმედინეჟადიმ თქვა რომ, ამ მაგისტრალების პარალელურად საჭიროა სასწრაფოდ გაშენდეს ყაზახეთ-თურქმენთ-ირანის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზიც, რომელიც კიდევ უფრო დაახლოვებს ირანს შუა აზიასთან. მისივე თქმით მეორე ბუნებრივი გაზის მაგისტრალით თურქმენული გაზი ირანზე გავლით მომავალში ბასრის ყურეში იქნება ტრასნსპორტირებული, ხოლო აქედან კი მსოფლიო ბაზრებზე განაწილდება

თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა კი აღნიშნა რომ, ეს მაგისტრალი მეტად მცირე ვადაში, ექვს თვეში იქნა გაშენებული და იგი წარმოადგენს თურქმენეთ-ირანის მეგობრობისა და აქტიური ურთიერთთანამშრომლობის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს და დადებით ნაყოფს. “თეირანი და აშხაბადი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ენერგეტიკის უსაფრთხო ტრანსპორტირებას და მის მოპოვება-მიწოდებაშიც ერთობლივ მცდელობებს იჩენენ და თანამშრომლობენ”, განაცხადა ბერდიმუჰამედოვმა





ახალი ამბები
თრტ-ს რადიო “თურქეთის ხმის” შესახებ თრტ–ს შესახებ დაგვეკონტაქტეთ ფრეკანსები მედია
თრტ–ს რადიო
თრ–ს ტელევიზია
თრტ–ს ინფორმაციები
თრტ–ს ისტორია
Terms of use
თქენი მოსაზრებები და შეხედულებები
მონაცემები თანამგზავრული გადაცემის შესახებ
პროგრამების თანმიმდევრობა
ფოტო გალერეა
მოუსმინე / უყურე
პოდკასტი
Turkish Radio - Television Corporation Official Web Site