პოდკასტი მედია დაგვეკონტაქტეთ Rss
უსმინეთ ჩვენს გადაცემებს
ინფორმაციები
VOT ინფორმაციები ქართულ ენაზე
 
გადაცემები
VOT ქართული გადაცემები
რეპორტაჟები
გულიაზ ალიევასთან რეპორტაჟი 27.11.2008.
მარიკა ჯიქიასთან რეპორტაჟი
 
ევრაზიის დღიურიდან 113
რუსეთი აფხაზეთში სამხედრო ბაზას გააშენებს
გაიგზავნა 24.02.2010 07:47:27 UTC
განახლდა 24.02.2010 07:47:27 UTC

საქართველოსგან ცალმხრივად გამოყოფილმა აფხაზეთმა რუსეთთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის მშენებლობას. 17 თებერვალს ხელმოწერილი ამ შეთანხმებით ეს ბაზა გაშენებული იქნება შავი ზღვის სანაპიროზე და იქ იმსახურებს 3 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ თურქი პოლიტოლოგის მითათ ჩელიქფალას მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს;

17 თებერვალს მოსკოვში ხელმოწერილი ამ შეთანხმებით აფხაზეთი თავის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის მშენებლობის ნებართვას აძლევს რუსეთს. ამ შეთანხმებით ბაზა გაშენებული იქნება შავი ზღვის სანაპიროზე და იქ იმსახურებს 3 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი. როგორც ცნობილია რუსეთი პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა და ეს შეთანხმება სამხედრო ურთიერთობების გაღმავებასთან ერთად ითვალისწინებს რუსეთ-აფხაზეთის კიდევ უფრო დაახლოება-დამეგობრებასაც. მაგრამ ხელმოწერილმა ამ შეთანხმებამ თბილისის აღშფოთება გამოიწვია და უკანონოდ გამოაცხადა ეს შეთანხმებაც და სამხედრო ბაზის მშენებლობაც

კრემლში ხელმოწერილი ამ შეთანხმების ხანგრძლივობა 49 წელია და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ავტომატურად გაგრძელდება. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ე.წ. აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გარრი კუპალბამ განაცხადა რომ, ასაშენებელ ბაზაზე სამხედროების გარდა რუსეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის და სანაპირო დაცვის თანამშრომლებიც იქნებიანო ხელმოწერის ცერემონიას კრემლში დაესწრნენ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და თვითაღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში. როგორც განაცხადა აქ მედვედევმა, ეს შეთანხმება აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გადაქცევის გარანტი იქნება. მისივე თქმით აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობით მოსკოვი არავითარ შემთხვევაში არ არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ბაღაფშმა კი მადლობა გადაუხადა რა რუსეთს, თქვა რომ, იმ ქვეყნებით არიან გარემოცულნი, რომლებიც ფიქრობენ აფხაზეთის მომავალზე და მის მეგობარს წარმოადგენენ დღეს დღეობით რუსეთს სამხედრო ბაზა გააჩნია გუდაუთაში, სადაც მსახურობს 1700 რუსი ჯარისკაცი. ხსენებული შეთანხმება ითვალისწინებს გუდაუთის ბაზის ახლიდან რეკონსტრუქციასაც. მოკლედ ზოგიერთი ცნობებით დღეს აფხაზეთში რუსეთს 4-5 ათასი სამხედრო ჰყავს. ამის პარალელურად კი მოსკოვი სამხედრო საზღვაო ბაზას აშენებს ოჩამჩირეში. რუსეთის კონტროლქვეშ არის ასევე აფხაზეთის საზღვრები, რკინიგზა და აეროპორტები

ოფიციალურმა თბილისმა მკაცრი ენით გააკრიტიკა კრემლში ხელმოწერილი შეთანხმება. სახ. მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა არაორაზროვნად განაცხადა რომ, ეს შეთანხმება ეწინააღმდეგება საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში დადებულ ხელშეკრულებას. “რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და ფაქტიურად ოკუპაცია გაუკეთა თვითგამოცხადებულ აფხაზეთსაც და სამხრეთ ოსეთსაც”, განაცხადა მან

მოსკოვის დიდი მცდელობების მიუხედავად თვითგამოცხადებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა დღემდის რუსეთის გარდა მხოლოდ სამა სახელმწიფომ, ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ აღიარეს, ხოლო დანარჩენი მსოფლიო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, წერს თურქი პოლიტოლოგი მითათ ჩელიქფალა





ახალი ამბები
თრტ-ს რადიო “თურქეთის ხმის” შესახებ თრტ–ს შესახებ დაგვეკონტაქტეთ ფრეკანსები მედია
თრტ–ს რადიო
თრ–ს ტელევიზია
თრტ–ს ინფორმაციები
თრტ–ს ისტორია
Terms of use
თქენი მოსაზრებები და შეხედულებები
მონაცემები თანამგზავრული გადაცემის შესახებ
პროგრამების თანმიმდევრობა
ფოტო გალერეა
მოუსმინე / უყურე
პოდკასტი
Turkish Radio - Television Corporation Official Web Site