გაიგზავნა 07.03.2010 11:18:42 UTC განახლდა 07.03.2010 11:18:42 UTC
ოსმალური კულტურის მდიდარი მემკვიდრეობის ამსახველი ნიმუშები გერმანიაში გამოიფინა.
დრეზდენის სამხედრო ნიმუშების მუზეუმის საცავებში შენახული ასობით ოსმალური ექსპონატი განაახლეს და გამოფინეს.
მსოფლიოს იშვიათ კოლექციად აღიარებული გამოფენა გახსნეს თურქეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას დავუთოღლუმ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობა ღრმა წარსულს ეყრდნობა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გვიდო ვესტერველის თქმით კი ოსმალური ქმილებები იმის მაჩვენებელია თუ რა მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მქონეა თურქეთი.
ვესტერველმა დასძინა, რომ გამოფენა თურქეთ-გერმანიის საერთო მომავლის სიმბოლოა.
კოლექციაში შესულია მე-16 და შემდგომი საუკუნეების ოსმალური ნიმუშები.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღნიშნული ექსპონატები საბჭოთა კავშირის ხელში გადავიდა, თუმცა გარკვეული პერიოდის სემდეგ იგი იმ პერიოდის აღმოსაველთ გერმანიას უკან დაუბრუნდა.
მუზეუმის საცავში შენახული ნიმუშები გერმანიის გაერთიანების შემდეგ რესტავრირებული იქნა.
დიპლომატიური გზებით ნაჩუქარი და გერმანელი არისტოკრატების მიერ შეძენილი ექსპონატები იმ პერიოდში ოსმალური კულტურისადმი არსებული დაინტერესების გამოხატულებაა.
|