გაიგზავნა 07.02.2010 11:42:38 UTC განახლდა 07.02.2010 11:42:38 UTC
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება, რომელზედაც ხმას მისცემს 37 მილიონი ამომრჩეველი.
მეორე ტურში ერთმანეთის მეტოქეები არიან პრორუსული ორიენტაციის მქონე ვიქტორ იანუკოვიჩი და პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო.
შედეგების გამოცხადების შემდეგ დიდი ალბათობაა იმისა, რომ არჩევნებში დამარცხებული მხარე გამოაცხადებს არჩევნების გაყალბების შესახებ.
ესე იგი, მოსალოდნელია, რომ გამარჯვებულ მხარეს გამოავლენს უკრაინის სასამრთლო.
|