პოდკასტი მედია დაგვეკონტაქტეთ Rss
უსმინეთ ჩვენს გადაცემებს
ინფორმაციები
VOT ინფორმაციები ქართულ ენაზე
 
გადაცემები
VOT ქართული გადაცემები
რეპორტაჟები
გულიაზ ალიევასთან რეპორტაჟი 27.11.2008.
მარიკა ჯიქიასთან რეპორტაჟი
 
ევრაზიის დღიურიდან 110
თურქეთ-ავღანეთ-პაკისტანის სამიტი
გაიგზავნა 02.02.2010 10:19:05 UTC
განახლდა 02.02.2010 10:19:05 UTC

მიმდინარე წლის 25 იანვარს სტამბოლში თურქეთ-ავღანეთ-პაკისტანის მორიგი, რიგით მე-4 სამიტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თურქეთის, ავღანეთის და პაკისტანის პრეზიდენტებმა აბდულლაჰ გიულმა, ჰამით ქარზაიმ და ასიფ ალი ზერდარიმ. გარდა ამისა ცალკე შეხვედრა გაიმართა სამი ქვეყნის ძალოვანი სტუქტურების, სამხედროებისა და დაზვერვის წარმომადგენლებს შორის. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ თურქი პოლიტოლოგის მითათ ჩელიქფალას მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს;

სამთა მორიგი სამიტის მასპინძელი კვლავ თურქეთის პრეზიდენტი აბდულლაჰ გიული იყო და მას ჯერ ცალ-ცალკე შეხვედრა ჰქონდა თავის ავღანელ და პაკისტანელ კოლეგებთან, შემდეგ კი სამთა ერთობლივი შეხვედრაც შესდგა. ასეთ სამიტებს სამთა შორის სათავე დაედო 2007 წლის 30 აპრილს ანკარაში და მასზე იხილავენ როგორც ორმხრივ და სამმხრივ ურთიერთობებს, ასევე ავღანეთ-პაკისტანის შერიგების და უსაფრთხოების საკითხებსაც

სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გიულმა განაცხადა რომ, ამ სამ ხალხს შორის უძველესი დროიდან დაწყებული ძმური და მეგობრული ურთიერთობები სუფევს და ვერავითარი ძალა ვერ ჩამოაგდებს მათ შორის რაიმე შუღლს თუ უთანხმოებას.

სამივე პრეზიდენტებმა ამავე პრეს-კონფერენციაზე ერთობლივი დეკლარაციაც გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია რომ, გააფართოებენ და გააღრმავებენ ყველანაირ ურთიერთობებს ამ სამივე ქვეყანას შორის, რაც სარგებლობას მოუტანს სამივე ქვეყნის ხალხებს. ”აქამდე ჩატარებულმა წინა სამმა სამიტმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და ფაქტიურად ეფექტურ პლატფორმადაც გადაიქცა თურქეთ-ავღანეთ-პაკისტანის დაახლოება დამეგობრებაში. მათი წყალობით გაძლიერდა სამივე სახელმწიფოს შორის ეკონომიკური და სადაზვერვო ურთიერთთანამშრომლობა”, ხაზგასმულია ხსენებულ დეკლარაციაში

ლიდერებმა ასევე შეთანხმებას მიაღწიეს რეგიონალური აღორძინების, კერძო სექტორების გააქტიურების, ერთობლივი და პარტნიორული საქმიანობების, სახელმწიფო ორგანიზაცია-დაწესებულებების, ერთობლივი პროექტების და სხვა პროგრამების განხორციელების საკითხებშიც. სწორედ ამ ეგიდით განხორციელებული ზოგიერთი ერთობლივი პროექტის შესახებ სამივე პრეზიდენტს საჭირო ინფორმაციები მიაწოდათ თურქეთის სავაჭრო და ბირჟათა პალატების გაერთიანების თავჯდომარემ რიფატ ჰისარჩიკლიოღლიმ. სამივე პრეზიდენტებმა კმაყოფილება გამოთქვეს ეკონომიკური ურთიერთ-თანამშრომლობის ზრდის მიმართ.

პრეზიდენტებმა ამავე სამიტზე, ასევე ყურადღება გაამახვილეს განათლების საკითხებზეც. რამეთუ ეს სამივე ქვეყანა გამოირჩევა ახალგაზრდა და დინამიური მოსახლეობის რაოდენობის სიდიდით და ამიტომ, მათი განათლების დონეზეცაა დამოკიდებული ამ ქვეყნების მომავალი და მათი ურთიერთთანამშრომლობაც. Aამ ეგიდით სამიტამდე, კონკრეტულად კი 19 იანვარს ამ ქვეყნების განათლების მინისტრთა შეხვედრა გაიმართა და მასზე მიღებული დადგენილებები შეფასებულ იქნა რა სამივე პრეზიდენტის მხრიდან, მხარიც დაუჭირეს ამ დადგენილებებს.

სტამბოლის სამთა სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ანტიტერორისტულ ბრძოლას და სამივე ლიდერმა კატეგორიულობა გამოიჩინა ტერორიზმის წინააღმდეგ ბოლომდის ბრძოლის საკითხში. მის ფარგლებში კი ადგილობრივი შესაძლებლობების გაზდის გადაწყვეტილებაც მიიღეს. მათვე განიხილეს და მხარი დაუჭირეს ასევე ამ სამიტის პარალელურად სამივე ქვეყნის სამხედროთა, ძალოვან სტრუქტურათა და დაზვერვის თანამშრომელთა მონაწილეობით ჩატარებულ შეკრებებზე მიღებულ დადგენილებებსაც. ასე რომ, სამივე ქვეყანა ერთმანეთს დაეხმარება და მხარში ამოუდგება ანტიტეროსისტულ ბრძოლაში, პარალელურად კი ერთმანეთს გაუნაწილებენ და გაუზიარებენ ამ სფეროში შეძენილ გამოცდილებებს.

და ბოლოს, ლიდერები ასევე შეთანხმდნენ რომ, მორიგ მსგავს სამიტზე ძირითადი ყურადღება გაამახვილონ ენერგეტიკულ, სავაჭრო, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის და სხვა სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის გაფართოების საკითხებზე, წერს თურქი პოლიტოლოგი მითათ ჩელიქფალა.





ახალი ამბები
თრტ-ს რადიო “თურქეთის ხმის” შესახებ თრტ–ს შესახებ დაგვეკონტაქტეთ ფრეკანსები მედია
თრტ–ს რადიო
თრ–ს ტელევიზია
თრტ–ს ინფორმაციები
თრტ–ს ისტორია
Terms of use
თქენი მოსაზრებები და შეხედულებები
მონაცემები თანამგზავრული გადაცემის შესახებ
პროგრამების თანმიმდევრობა
ფოტო გალერეა
მოუსმინე / უყურე
პოდკასტი
Turkish Radio - Television Corporation Official Web Site