გაიგზავნა 28.01.2010 12:41:50 UTC განახლდა 28.01.2010 12:41:50 UTC სახელმწიფოების მეთაურები, რომლებიც ავღანეთის სამშვიდობო ძალებში მონაწილეობენ, განიხილავენ თალიბანთან შეთანხმების მომცველ საკითხებს.
საინფორმაციო წყაროების ცნობით, თალიბანმა უკვე გამოთქვა საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება, რომ არ გაიზიარებს ლონდონის გადაწყვეტილებას.
ა.შ.შ-ის სპეციალური წარმომადგენლის რიჩარდ ჰოლბროკის განცხადებით კი თალიბანელი მილიტანების უმრავლესობა მხარს არ უჭერს ელ ყაიდეს. შეთანხმების მიღწევაც სწორედ მათთან არის შესაძლებელი. ჰოლბროკის განცხადებით ავღანეთის მდგომარეობა ბევრად მძიმეა ბოსნიისაზე. ამიტომაც მხარს უჭერენ პრეზიდენტ ქარზაის კეთილი ნების პირებთან შეთანხმების მცდელობას.
ლონდონის სამიტი დაიწყება დღეს.
თალიბანის ინტერნეტ-გვერდში განთავსებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ თალიბანი ხელისუფლებაში დაიკავებს სათანადო ადგილს, არავითარ საშიშროებას არ შეუქმნის მეზობელ სახელმწიფოებს.
|