პოდკასტი მედია დაგვეკონტაქტეთ Rss
უსმინეთ ჩვენს გადაცემებს
ინფორმაციები
VOT ინფორმაციები ქართულ ენაზე
 
გადაცემები
VOT ქართული გადაცემები
რეპორტაჟები
გულიაზ ალიევასთან რეპორტაჟი 27.11.2008.
მარიკა ჯიქიასთან რეპორტაჟი
 
ევრაზიის დღიურიდან 114
“ერთობლივი” ოპერაციები ავღანეთში
გაიგზავნა 03.03.2010 10:01:44 UTC
განახლდა 03.03.2010 10:01:44 UTC

13 თებერვლიდან ავღანურმა ძალებმა და აქ მომსახურე ნატოს მოკავშირეებმა ყველაზე დიდი და ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყეს თალიბანების წინააღმდეგ, რომლის კოდური სახელწოდებაა “ერთობლივი” და ამ ოპერაციაში მონაწილეობა მიიღო სულ 15 ათასამდე ჯარისკაცმა. ამის საპასუხოდ თალიბანებმა კი ქვეყნის ოთხივ კუთხეში გააფართოეს ტერაქტები, ძალადობები და თვითმკვლელური აფეთქებები, რომლებსაც სრულიად უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები შეეწირნენ. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ თურქი პოლიტოლოგის მითათ ჩელიქფალას მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს;

13 თებერვალს დაწყებული ეს ოპერაცია ითვლება 2001 წლის აქეთ ყველაზე ფართომასშტაბიანი და მასში მონაწილე ჯარისკაცების უმრავლესობას ამერიკელები წარმოადგენენ. ეს ოპერაცია მიზნად ისახავს თალიბანთა სრულ განდევნას ე.წ. ბოლო ციტადელებიდან, ქალაქ მარჟაჰიდან და ნად ალიდან, რომლებიც მდებარეობენ ჰელმანდის პროვინციაში

ამ “ერთობლივმა” ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და 26 თებერვალს ქალაქ მარჟაჰში ავღანეთის სახელმწიფო დროშა ააფრიალეს და ამ ეგიდით მოწყობილ საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ავღანეთის და ნატოს მაღალჩინოსნებმა. მასზე სიტყვით გამოსულმა ამერიკული ჯარის სარდალმა, გენერალმა ნიკოლსონმა მარჟაჰის თალიბანებისგან განთავისუფლებას ისტორიული და მეტად მნიშვნელოვანი უწოდა. მისივე თქმით ქალაქში ხელთ იგდეს თალიბანთა მრავალი თავშესაფარი და ბანაკი, რომლებშიც დიდძალი იარაღი და სურსათ-სანოვაგეც აღმოაჩინეს. მაგრამ ამის საპირისპიროდ ზოგიერთი დამოუკიდებელი წყაროების განცხადებით თალიბანები მარჟაჰის ზოგიერთ უბნებში ჯერ კიდევ უწევენ წინააღმდეგობას “ერთობლივ” ძალებს და მთლიანობაში ქალაქში ჯერ კიდევ 400-მდე ბოევიკია დარჩენილი, რომელთაგანაც სულ ცოტა 100 მაინც უცხოელია

ამ ოპერაციების დროს ყველაზე დიდ კამათს იწვევს მშვიდობიან მოქალაქეთა დაღუპვა და მათი აყრა საკუთარი კერებიდან. ასე მაგალითად, მარჟაჰი და მისი მიდამოები დასტოვა უკვე ათასობით ადამიანმა, რომლებსაც თავშესაფრები მისცეს რეგიონის ყველაზე დიდ ქალაქ ლაშქარ გაჰ-ში და მათ სურსათ სანოვაგითაც ეხმარებიან. ასობით სრულიად უდანაშაულო სამოქალაქო პირების დაღუპვას კი ზოგიერთები ერთობლივი ოპერაციის წარუმატებლობად მიიჩნევენ. თალიბანთა მეთაურების განცხადებით მათ რომ უკან არ დაეხიათ, კიდევ უფრო მეტად გაიზრდებოდა დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეთა რაოდენობა. ახლა მარჟაჰის მთლიანი განთავისუფლების შემდეგ აღდგება აქ ქაბულის მთავრობის ხელისუფლება, საკუთარ კერებს დაუბრუნდებიან ლტოლვილები, ქალაქს ელექტროენერიას და წყალს ნორმის ფარგლებში მიაწოდებენ, ამუშავდება ქალაქის ყველანაირი ინფრასტრუქტურა და მომსახურება და ა.შ.

მაგრამ ყველაფერ ამასთან ერთად ავღანეთის ოთხივ მხარეში გრძელდება ტერაქტები და ძალადობები, აქედან ყველაზე მეტი თვითმკვლელური აქტები ხდება დედაქალაქ ქაბულში, რასაც ეწირებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ხოლო ასეთ ბოლო ტერაქტს ქაბულში გუშინწინ 12 კაცი შეეწირა და ყველა ამ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა. ქვეყნის პრეზიდენტი ჰამიტ ქარზაი ყველანაირ პლატფორმებზე თალიბანებს დანებებისაკენ და საზოგადოებასთან ინტეგრაციისაკენ მოუწოდებთ. უკანასკნელად ასეთი მიმართვა თალიბანებისადმი მან გააკეთა 28 იანვარს, ლონდონში ჩატარებულ ავღანეთის დონორ სახელმწიფოთა კონფერენციაზე და თქვა რომ, დანებებულ თალიბანებს უზრუნველყოფდნენ სამუშაოთი და ფულით

მოკლედ, ნატოს და ავღანეთის არმიის ერთობლივი ოპერაციებიც და ქარზაის მიმართვებიც თალიბანებისადმი ერთ საქმეს ემსახურება, რათა ამ წლის ზაფხულისათვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისათვის შეიქმნას სტაბილური გარემო და ამასთან ერთად ქარზაიმ გაიმყაროს ხელისუფლება, წერს თურქი პოლიტოლოგი მითათ ჩელიქფალა





ახალი ამბები
თრტ-ს რადიო “თურქეთის ხმის” შესახებ თრტ–ს შესახებ დაგვეკონტაქტეთ ფრეკანსები მედია
თრტ–ს რადიო
თრ–ს ტელევიზია
თრტ–ს ინფორმაციები
თრტ–ს ისტორია
Terms of use
თქენი მოსაზრებები და შეხედულებები
მონაცემები თანამგზავრული გადაცემის შესახებ
პროგრამების თანმიმდევრობა
ფოტო გალერეა
მოუსმინე / უყურე
პოდკასტი
Turkish Radio - Television Corporation Official Web Site