გაიგზავნა 07.02.2010 11:40:12 UTC განახლდა 07.02.2010 11:40:12 UTC
პრეზიდენტი აბდულაჰ გიული ინდოეთსა და ბანგლადეშში ვიზიტით მიემგზავრება. მას თან გაჰყვება დელეგაცია 80 ადამიანის შემადგენლობით.
გიული ვიზიტის ფარგლებში შეხვდება ინდოეთის პრეზიდენტსა და სხვა მაღალჩინოსნებს. შეხვედრებზე საუბარი იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე.
ვიზიტის ყველაზე საინტერესო დეტალი გახლავთ ორივე ქვეყნის კინო სექტორებს შორის ურთიერთობების დამყარების მცდელობა, ესე იგი ეს ვიზიტი ერთმანეთთან დააკავშირებს ინდურ ბოლივუდსა და თურქულ იეშილჩამს.
პრეზიდენტი გიული ინდოეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ 12 თებერვალს ბანგლადეშში გაემგზავრება.
|