პოდკასტი მედია დაგვეკონტაქტეთ Rss

თრტ რადიოს ისტორია

თურქეთში რადიო გადაცემების მცდელობები ფაქტიურად ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში 1920-იან წლებში დაიწყო. პირველი სერიოზული სამუშაოები ამ მხრივ 1925 წელს დაიწყო, როცა მთავრობის კანონით ანკარაში და შემდეგ მთელს თურქეთში სარაციო ბაზები და სადგურები შეიქმნა. Mმომდევნო 1926 წელს კავშირგაბმულობის ეს ობიექტები ანკარასა და სტამბოლს შორის გამოიყენეს რადიო მაუწყებლობისათვისაც. 5 კვ-იანი ეს სადგურები მაშინდელ ევროპაში ყველაზე ძლიერ გადამცემებად ითვლებოდნენ. რადიო მაუწყებლობის დაწყებისათვის ჯერ სტამბოლში და შემდეგ ანკარაში ს/ს თურქ თელსიზ თელეფონი შეიქმნა და ასე დაიწყო პირველი რადიო მაუწყებლობა. İამაჟამად თურქეთისათვის მეტად მნიშვნელოვან და ისტორიულ დღეს 1927 წლის 6 მაისს სტამბოლის სირქეჩის უბანში მდებარე ყველაზე დიდ ფოსტის განყოფილებაში განხორციელდა პირველი რადიო მაუწყებლობა. 1928 წლისათვის 13 მილიონიან თურქეთში 2000 რადიო მიმღები მუშაობდა

სახელმწიფო რადიო მაუწყებლობა

1936 წლიდან ახალი ერა იწყება რადიო მაუწყებლობაში, რადგან მძიმე ეკონომიკური კრიზისის გამო ს/ს თურქ თელსიზ თელეფონი ფოსტა ტელეგრაფის და ტელეფონის სამმართველოს გადაეცა, ე.ი. რადიო მაუწყებლობა სახელმწიფო დაქვემდებარებაში გადავიდა. 1938 წელს მოხდა პირველი რადიო გადაცემა უცხო ენაზე, კონკრეტულად არაბულ ენაზე. ყველაზე მასიურად რადიო სადგურები იქმნება 1961 წლის შემდეგ, როცა ზედიზედ იხსნებიან ახალი სადგურები თურქეთის თითქმის ყველა დიდ ქალაქში. 1963 წლიდან ეს რადიოები გადაეცემიან ტურიზმის სამინისტროს

იქმნება თრტ-ე

1964 წლის 1 მაისს მთავრობის 359 ნომრიანი კანონის საფუძველზე იქმნება თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა, შემოკლებით თრტ და ამით ახალი ეტაპი იწყება თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის სფეროში 1974 წლის 9 სექტემბერს ანკარის, სტამბოლის, აზმირის, ერზრუმის, დიარბექირის, ანტალიისა და ჩუქუროვას რადიოები ერთიანდებიან ერთ საერთო ჭერქვეშ სახელწოდებით თრტ 1 და იწყება 24 საათიანი შეუწყვეტელი გადაცემები. 1975 წლის პირველი იანვრიდან ერთობლივ გადაცემებს დაიწყებენ ახალი რადიო ტალღები თრტ-2 და თრტ-3

მუშაობას იწყებს თრტ ფმ (რადიო-2)

>თრტ-ს მმართველთა საბჭოს 1997 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით თრტ ფმ (რადიო-4) სახელი შეეცვლება და გადაკეთდება თრტ ფმ (რადიო-2)
1998 წლიდან თრტ-ს რადიოების რეორგანიზაცია მოხდა და მისი მიხედვით რადიო პირველმა დაიწყო საგანათლებო და კულტურული პროგრამების გადაცემა, თრტ ფმ (რადიო-2) პოპულარული მუსიკის, რადიო-3 –მა დასავლური მუსიკის, ხოლო რადიო-4 მა თურქული მუსიკის. დღეს ყველაზე მეტი მსმენელები სწორედ თრტ-ს ამ რადიო არხებს გააჩნიათ.

რეგიონალური რადიოები

ანტალიის რეგიონალური რადიო

ანტალიის რეგიონალური რადიო მუშაობას იწყებს 1962 წლის 27 ივნისს 2 კვ-იანი გადამცემით, ხოლო 1967 წლის 7 მაისიდან 100 კვ-იან გადამცემზე გადავლენ. 2004 წლის ანკეტებით ეს რადიო რეგიონის ყველაზე პოპულარულ რადიოდ ითვლებოდა და ყველაზე მეტი მსმენელიც მას ჰყავდა. 2004 წლის მონაცემებით ამ რადიოს მოსმენის საპროცენტო მაჩვენებელი 13,5 % იყო

ჩუქუროვას რეგიონალური რადიო

რეგიონალური რადიო მუშაობას იწყებს ადანას სახელჭოდებით 1962 წლის აპრილში 2 კვ-იანი გადამცემით, ხოლო 1968 წელს მას სახელი შეეცვლება და გახდება ჩუქუროვას რეგიონალური რადიო. 2006 წლის მონაცემებით ამ რადიოს მოსმენის საპროცენტო მაჩვენებელი 4,44 % იყო
 

ერზრუმის რეგიონალური რადიო

ერზრუმის რეგიონალური რადიო მუშაობას იწყებს 1960 წლის 15 ივნისს 1 კვ-იანი გადამცემით, 1967 წლის 7 მაისიდან 100 კვ-იან გადამცემზე გადავლენ. 2004 წლის მონაცემებით ამ რადიოს მოსმენის საპროცენტო მაჩვენებელი 8,5 % იყო

დიარბაქირის რეგიონალური რადიო

დიარბაქირის რეგიონალური რადიო მუშაობას იწყებს 1964 წელს 2 კვ-იანი გადამცემით, 1968 წლის 8 მაისიდან 300 კვ-იან გადამცემზე გადავლენ. 2005 წლის მონაცემებით ამ რადიოს მოსმენის საპროცენტო მაჩვენებელი 13,14 % იყო

ტრაპიზონის რეგიონალური რადიო

ტრაპიზონისის რეგიონალური რადიო მუშაობას იწყებს 1968 წელს 2 კვ-იანი გადამცემით, 1978 წლის 1 დეკემბრიდან 300 კვ-იან გადამცემზე გადავლენ. 2005 წლის მონაცემებით ამ რადიოს მოსმენის საპროცენტო მაჩვენებელი 13,0 % იყო

 

 

 http://trt.net.tr/Radyo/RadyoAnasayfa.aspx

თრტ-ს რადიო “თურქეთის ხმის” შესახებ თრტ–ს შესახებ დაგვეკონტაქტეთ ფრეკანსები მედია
თრტ–ს რადიო
თრ–ს ტელევიზია
თრტ–ს ინფორმაციები
თრტ–ს ისტორია
Terms of use
თქენი მოსაზრებები და შეხედულებები
მონაცემები თანამგზავრული გადაცემის შესახებ
პროგრამების თანმიმდევრობა
ფოტო გალერეა
მოუსმინე / უყურე
პოდკასტი
Turkish Radio - Television Corporation Official Web Site