|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
ტელევიზია ტრტ
ქვეყნის შიდა სატელევიზიო გადაცემები
ტრტ-1 (საოჯახო არხი)
ტრტ-1-ის მიზანია თურქეთში ოჯახების თაოსნობით სხვადასხვა
ასაკის, პროფესიის, განათლებისა და კულტურის მქონე აუდიტორიის გასართობ-
შემეცნებითი გადაცემების მომზადება. არხი მიზნად ისახავს გააძლიეროს ერთობის
გრძნობა და სოლიდარობა, ხელი შეუწყოს ნაციონალურ-კულტურულ გაერთიანებას, ასევე
დააკმაყოფილოს მაყურებელთა მოთხოვნა ინფორმაციისა და მუსიკის სესახებ.
- ტრტ-1-ის გადაცემები შედგება საგანმანათლებლო, კულტურული, დრამატული,
მუსიკალური და სპორტული პროგრამებისაგან. ადგილი ეთმობა ასევე რეკლამებსაც.
- ტრტ-1-ის მაუწყებლობის ცენტრი ანკარის ტელევიზიაა.
ტრტ-2 (კულტურულ-ინფორმაციული არხი)
ტრტ-2-ის მიზანია გააცნოს მაყურებელს ტრადიციული და
თანამედროვე თურქული კულტურა. არხი ცდილობს განსაზღვროს თურქული კულტურისა და
ხელოვნების როლი მსოფლიოში, აღზარდოს ახალგაზრდები რომლებიც შეინარჩუნებენ
ტრადიციულ კულტურულ ფასეულობებს და ამავდროულად შეითვისებენ ახალსაც.
- ტრტ-2-ის გადაცემები შედგება საგანმანათლებლო, კულტურული( დოკუმენტური
ფილმები, პროგრამები კულტურისა და ხელოვნების შესახებ, თოქშოუ), საინფორმაციო
(აქტუალური თემები, ეკონომიკა, კულტურა და ხელოვნება), სპორტული, მუსიკალური
(მუსიკის ყველა სახეობა) და დრამატული (ტელესერიალები, თიატრალური დადგმები,
თურქული და მსოფლიო კინოს შედევრები, ბავშვებისათვის ტელესერიალები და მხატვრული
ფილმები) გადაცემებისგან.
- ტრტ-2-ის მაუწყებლობის ცენტრი ანკარის ტელევიზიაა.
ტრტ-3
- ტრტ-3-ის მიზანია მიაწოდოს ინფორმაცია მაყურებელს განსაკუთრებით სპორტულ
მოვლენებზე.
- ტრტ-3-ის გადაცემები ხორციელდება რიგრიგობით ტრტ-გაპ-სა და თდეკ ტვ-ს შორის.
არხის პროგრამები შედგება ძირითადათ სპორტული, საგანმანათლებლო, კულტურული და
მუსიკალური პროგრამებისგან. ადგილი ეთმობა რეკლამებსაც. გარდა ამისა ამ არხზე
ყოველდღიურად გარკვეულ საათებში გადაიცემა საინფორმაციო გამოშვებები, კულტურული
და მუსიკალური გადაცემები.
- ტრტ-3-ის მაუწყებლობის ცენტრი ანკარის ტელევიზიაა.
ტრტ-4 (საგანმანათლებლო არხი)
- ტრტ-4-ის მიზანია დაეხმაროს დაუსწრებელი და საერთო სწავლების პროგრამებით
სტუდენტებსა და მოსწავლეებს. ასევე მაყურებელს სთავაზობს მუსიკალურ-გასართობ
გადაცემებს.
- ტრტ-4-ის პროგრამები გათვალისწინებულია საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების
სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის. არხის გადაცემებში ადგილი დათმობილი აქვს
რეკლამებსაც.
- ტრტ-4-ის მაუწყებლობის ცენტრი ანკარის ტელევიზიაა.
ტრტ-გაპ
ტრტ-გაპ-ის მიზანია სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის პროექტის
(გაპ) რაციონალური საფუძვლის შექმნისათვის რეგიონში საჭირო სოციალური, კულტურული
და ფსიქოლოგიური გარემოს შექმნა, რეგიონის ეკონომიკური და განათლების დონის
ამაღლება, ასევე მიაწოდოს მაყურებელს ინფორმაცია გაპის პროექტის სესახებ.
- ტრტ-გაპ-ის გადაცემები აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში
მცხოვრებთა მოთხოვნების გათვალისწინებით შედგება საგანმანათლებლო, კულტურული და
მუსიკალური პროგრამებისგან. ადგილი ეთმობა რეკლამებსაც.
- ტრტ-გაპ-ის გადაცემები ხორციელდება ტრტ-3-დან რიგრიგობით ტრტ-3-სა და თდეკ
ტვ-ს შორის.
- ტრტ-გაპ-ის მაუწყებლობის ცენტრი ანკარის ტელევიზიაა.
ტელეგუნ
- ტელეგუნის ტელეტექსტის გადაცემების მიზანია შესთავაზოს საზოგადოებას (მათ
შორის შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანებსაც) საინფორმაციო
გამოშვებები, ამინდის პროგნოზი, ინფორმაციები გზებზე მდგომარეობის შესახებ, ასევე
ინფორმაციები კულტურისა და ხელოვნების ღონისძიებების, ტურისტული და სამოგზაურო
ადგილების შესახებ...
- ტელეგუნ-ში შესაძლებელია განთავსდეს რეკლამები და განცხადებები.
- ტელეგუნ-ის გადაცემა ტელეტექსტის სახით ხორციელდება ტრტ-1-ის, ტრტ-2-ის და
ტრტ-ინტ-ის სამაუწყებლო ქსელით.
- ტელეგუნ-ის მაუწყებლობის ცენტრი ანკარის ტელევიზიაა.
ინფორმაციების გადაცემა ტრტ-ს მეშვეობით.
- ამ მომსახურების მიზანია ინფორმაციის წყაროებთან დადებულ ხელშეკრულებებზე
ორიენტირებულად კომერციული და საგანმანათლებლო ინფორმაციები VBI–ს გამოყენებით
აბონენტებს მიაწოდოს პერსონალურ კომპიუტერებზე.
- ონაცემების გადაცემა ხდება საინფორმაციო სააგენტო ანადოლუსთან დადებული
ხელშეკრულების თანახმად ტრტ-1-ის და ტრტ-2-ის სამაუწყებლო ქსელის მეშვეობით.
- აუწყებლობის ცენტრი ანკარის ტელევიზიაა (საინფორმაციო სამმართველოს
კურატორობით).
საზღვარგარეთის ტელემაუწყებლობა
ტრტ-ინტ
ტრტ-ინტ-ის მიზანია უზრუნველყოს საზღვარგარეთ მცხოვრები
თურქეთის მოქალაქეების უწყვეტი კავშირი თურქეთთან და თურქულ კულტურასთან.
მსოფლიოს ყოველმხრივ გააცნოს თურქეთი და თურქი ხალხი. საზღვარგარეთ მცხოვრებ
თურქეთის მოქალაქეებს გააცნოს ის ქვეყანა სადაც ცხოვრობენ და გაუადვოლოს მათ
ადაპტაციის პროცესი.
- ტრტ-ინტ-ის გადაცემები შედგება საგანმანათლებლო, კულტურული, დრამატული,
მუსიკალური და სპორტული პროგრამებისაგან. ადგილი ეთმობა ასევე რეკლამებსაც.
- ტრტ-ინტ-ზე ინფორმაციები გადაიცემა საათში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში
შესაძლებელია რეკლამები გადაიცეს უცხო ენაზე სუბტიტრებით. ამას გარდა ხდება
გარკვეული რიგით შერჩეული პროგრამების DVB-S (თანამგზავრიდან ციფრული
მაუწყებლობა) სტანდარტების ჩარჩოებში დუბლირება მრავალ ენაზე.
- ტრტ-ინტ-ის თანამგზავრული მაუწყებლობა ხორციელდება თურქეთის ზოგიერთ ქალაქში
და ასევე საზღვარგარეთ, განსაკუთრებით გერმანიაში სადაც მრავლად ცხოვრობენ
თურქეთის მოქალაქეები.
- ტრტ-ინტ-ის მაუწყებლობის ცენტრი ანკარის ტელევიზიაა.
ტრტ-თურქ (მაუწყებლობა თურქულენოვანი ქვეყნებისათვის)
ტრტ-თურქ-ის მიზანია კავკასიისა და შუა აზიისათვის
მომზადებული პროგრამებით მაყურებელს გააცნოს თურქი ხალხი სხვადასხვა კუთხით და
თურქეთისა და თურქულენოვანი ქვეყნების შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში.
ტრტ-თურქ-ს მიზნად აქვს დასახული გახდეს არხი, რომელზედაც მოთხოვნა იქნება მთელს
თურქულენოვან ქვეყნებში. ამ ფარგლებში ტრტ-თურქი ემზადება დაუთმოს ეთერი
თურქულენოვანი ქვეყნების სამაუწყებლო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ და ასევე
ერთობლივ პროგრამებს.
- ტრტ-თურქ-ის გადაცემები შედგება საგანმანათლებლო, კულტურული, დრამატული,
მუსიკალური პროგრამებისა და საინფორმაციო გამოშვებებისაგან. გადაცემებში ადგილი
ეთმობა რეკლამებსაც. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია განთავსდეს რეკლამები
იმ ქვეყნების ენებზე სადაც ხორციელდება გადაცემები.
- ტრტ-თურქ-ის მაუწყებლობა თანამგზავრის მეშვეობით გადაიცემა შუა აზიაში.
- ტრტ-თურქ-ის მაუწყებლობა ხორციელდება თურქულ ენაზე. პროგრამების
თავისებურებებისა და ორიენტირებულობის გათვალისწინებით ზოგიერთი პროგრამა
შესაძლებელია ეთერში გავიდეს უცხოურ ენებზე და თურქულ კილოებზე ტიტრებით.
ამასთანავე ხორციელდება გარკვეული რიგით შერჩეული პროგრამების DVD-S ის
სტანდარტის ფარგლებში თარგმნა სხვადასხვა ენებზე.
- ტრტ-თურქ-ის მაუწყებლობის ცენტრია ანკარის ტელევიზია.
http://trt.net.tr/TV/TvAna.aspx |
|
|
|
|
|
|
|
|
Turkish Radio - Television Corporation Official Web Site
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|